რევაზაშვილის 44 ქულა და ბათუმის იოლი გამარჯვება

თარიღი: მარტი 22, 2014

სუპერლიგის მეორე წრის მე-7 ტურს სპორტკომპლექსი “არენა” მასპინძლობს. ძიუდოში მსოფლიო გრან პრის გამო სპორტის სასახლემ აღნიშნულ ტურს ვერ უმასპინძლა. პირველი მატჩი უკვე დასრულდა და მასში რეკორდი დაფიქსირდა.

ერთმანეთს “მაკაბი” და “ბათუმი” ხვდებოდნენ და მატჩის ბედი წინასწარ იყო ცნობილი. ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი სუპერლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერია და დიდი ამბიციების მქონე “ბათუმს” რომ ვერ დაამარცხებდა, ყველამ კარგად იცოდა.

მარცხთან შეგუებულმა მაკაბელებმა აქცენტი გიორგი რევაზაშვილის რეკორდზე აიღეს, რასაც ახალგაზრდა, პერსპექტიულმა კალათბურთელმა თავი მშვენივრად გაართვა.მიმდინარე სეზონის რეკორდი 34 ქულა იყო, რომელიც “ოლიმპის” ცენტრ რიჩარდ მათიაშვილს ეკუთვნოდა, რევაზაშვილმა კი “ბათუმთან” დღევანდელ მატჩში 44 ქულა დააგროვა.

რაც შეეხება შედეგს, მატჩი ბათუმელებმა იოლად, 130:74 მოიგეს. ზღვისპირელთაგან 6-მა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს გადააჭარბა, რომელთაგანაც 27 ქულით საუკეთესო ნიკა რამიშვილი იყო. 19 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ჯერემი სეფოლდს, ხოლო ლაშა კეშელავამ და ქემერონ მაკკეფრიმ 17-17 ქულა დააგროვეს. “მაკაბიში” გიორგი რევაზაშვილის 44 ქულის  კვალზე ორმაგი დუბლი მისმა უმცროსმა ძმამ, მაიზერმა მოაგროვა – 10 ქულა, 13 მოხსნა.

მორიგ მატჩში ერთმანეთს სუპერლიგის 2 ლიდერი – “დინამო” და “მაკაბი” შეხვდებიან და გამარჯვებული ფაქტობრივად გაინაღდებს რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილს.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,მაქაბი’’ ძალიან პერსპექტიული კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ლევან რევაზაშვილი, რომელსაც არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს. ეს ახალგაზრდული გუნდი ბოლომდე იბრძვის, რაც მისასალმებელია. ჩვენთვის ეს რეგულარულის ბოლოსწინა შეხვედრა იყო, 2 კვირაში გვაქვს თამაში ,,შსს აკადემიასთან’’ და პლეი ოფებამდე მეტი თამაში არ გვაქვს. ამიტომ, მინდოდა ყველას ეთამაშა, გუნდს შეთამაშება აკლია და დღევანდელი შეხვედრა ამის გასაუმჯობესებლად გამოვიყენეთ.

ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,ბათუმს’’ გამარჯვებას, ძალიან ძლიერი გუნდია და მათი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. ამ გუნდს სულ სხვა პერსპექტივა და მიზნები აქვთ და წარმატებას ვუსურვებ მათ.  კეშელავას 5-მა 3-ქულიანმა სხვაობა საკმაოდ სოლიდური გახადა, თუმცა ჩვენთვის ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 14 3-ქულიანი ჩაგვიგდეს და დიდი ანგარიშით დაგვამარცხეს. დღეს ფერიაშვილისგან მეტს ველოდით, რაც შეეხებათ რევაზაშვილებს, გიორგი, რომელიც ნაოპერაციები იყო,  ნელ-ნელა შედის ფორმაში. სასიხარულოა, რომ სეზონის რეკორდი დაამყარა და მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. სამაგიეროდ, ორმაგი დუბლი შეასრულა მაიზერ რევაზაშვილმა, რომელიც ასევე სარეკორდო შედეგებს აჩვენებს 18-წლამდელთა ჩემპიონატში. მივულოცავ კიდევ ერთხელ მეტოქეს და წარმატებებს ვუსურვებ.

ნიკოლოზ რამიშვილი(,,ბათუმი’’): ანგარიშის მიუხედავად, კარგი თამაში გამოვიდა, დღეს ახალი რეკორდი დამყარდა და მივულოცავ გიორგის წარმატებას. ჩვენს ბიჭებსაც მივულოცავ გამარჯვებას, გარკვეული ჩავარდნა გვქონდა,  თუმცა ბოლო 3 შეხვედრაში გავიმარჯვეთ და ეს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით. იმედია, გავაგრძელებთ წარმატებულ ასპარეზობას.

გიორგი რევაზაშვილი(,,მაქაბი’’): მართალია წავაგეთ, თუმცა კარგი თამაში გამოვიდა. მადლობა მოწინააღმეგეს ამ შეხვედრისთვის. მივულოცავ მათ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ ერთი თამაში დაგვრჩა და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები.



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა