რიჩარდ სტოკსი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სპორტის მინისტრმა მიიღო
თბილისში სემინარების ჩასატარებლად და “თბილისი 2015”-ის საკალათბურთო არენების ინსპექტირებისთვის ჩამოსული ფიბა-ევროპის სამსაჯო და საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსი რიჩარდ სტოკსი დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მიიღეს.
რიჩარდ სტოქსი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი და ფიბა-სთან ურთიერთობის დეპრტამენტის ხელმძღვანელი მერაბ რატიშვილი მინისტრმა, ლევან ყიფიანმა და მისმა მოადგილემ, თამაზ თევზაძემ მიიღეს.
საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის განვითარების პერსპექტივებს, ფიბა-ევროპის პროგრამების ჩვენს ქვეყანაში განხორციელებას, ინფრატუქტურის მოწესრიგებას და მსაჯების, კომისრების და მწვრთნელების დონის ამაღლებას.
როგორც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ტექნიკური დელეგატი, რიჩარდ სტოქსი თბილისში 2015 წელს გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიადის საკალათბურთო არენებს დაათვალიერებს და ინსპექტირებას ჩაუტარებს.
სამინისტროში შეხვედრის შემდეგ მისმა მონაწილეებმა კომენტარები გააკეთეს:
gbf.ge