რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
რიკი ჰიკმანის “მაკაბი” პირველი გუნდია, რომელიც ისრაელის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. თელავიველებმა გაილეაში ადგილობრივი “გილბოა”94:65 გაანადგურეს და მეოთხედფინალური სერია საერთო ანგარიშით – 3:1 მოიგეს.
ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრადა 1 დაფარება მოაგროვა. რიკიმ 7-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანიჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მისწინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
რიკის გარდა, მაკაბელთაგან 10-ქულიან ზღვარს კიდევ 5 კალათბურთელი ასცდა:ალექს ტიუსი (18), დავიდ ბლუ (17), დუეინ სმიტი (13), იოგევ ოჰაიონი (11) დატაირისი რაისი (11).
“მაკაბი” ნახევარფინალში მეტოქეს ელოდება, რომელიც სავარაუდოდ ელიათის “ჰაპოელი” იქნება, რომელიც მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 ამარცხებს თელ ავივის “ჰაპოელს”
gbf.ge