“რუსთავმა” ბათუმში მოიგო
ბათუმში, საქართველოს თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ადგილობრივ კლუბსა და “რუსთავს” შორის, გამარჯვება სტუმართა გუნდს დარჩა.
დისკალიფიცირებული ლიდერის, ბიჯეი იანგის გარეშე მოთამაშე ბათმელებმა რუსთაველ კალათბურთელებს საკადრისი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობით, 85:75 დამარცხდნენ.
მასპნიძელთა რიგებში 20 ქულით საუკეთესო ირაკლი მიქელაძე იყო, ხოლო შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი რუსთაველი აკაკი დვალიშილი გახდა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 12 მოხსნასც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.
განმეორებითი შეხვედრა “რუსთავსა” და “ბათუმს” შორსი, 13 მარტს რუსთავში შედგება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი (‘ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, სადაც საკმაოდ დიდი სხვაობით ჩამოვრჩით მეტოქეს. მოგეხსენებათ, ჩვენს გუნდს ბიჯეი იანგი აკლია, ამასთან მცირე ტრავმებმაც შეგვიშალა ხელი. „რუსთავმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა. ვეცდებით მეორე მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ და სერია გავათანაბროთ.
მიხეილ ბერუაშვილი(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ და ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგით. საინტერესო თამაში იყო, რომელიც ჩვენი უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ამისა, ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ მეორე მატჩი გველოდება და ვედებით ისიც მოგებით დავასრულოთ.