რუსთავმა ლიდერი ქუთაისი დამაჯერებლად დაამარცხა

თარიღი: თებერვალი 7, 2014

რუსთავში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ქვემოქართლურმა გუნდმა, რომელსაც სუპერლიგის პირველ წრეში მხოლოდ 2 მოგება ჰქონდა და 2 კვირის წინ ლიდერმა სერგო ათუაშვილმა დატოვა, პირველ ადგილზე მყოფი “ქუთაისი” დაამარცხა. ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა – ქუთაისელებს არ ეტყობოდათ, რომ სუპერლიგის ლიდერთა შორის არიან – მეორე ტაიმი იმერულმა გუნდმა მთლიანად ჩააგდო და ქუთაისში დამარცხებული გაბრუნდა.

არადა, მატჩი ისე დაიწყო, როგორც ქუთაისელებს სურდათ. პირველივე მეოთხედში ფავორიტად მიჩნეულმა სტუმრებმა 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – დავით ბარბაქაძისა და ზაურ ფაშაევის შედეგიანობით “ქუთაისი” დამაჯერებლად დაწინაურდა. პირველი პერიოდი სტუმართა 10-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, მეორეში კი რუსთაველებმა თამაშის გამოსწორება დაიწყეს.

სანამ მასპინძლები თამაშს დაალაგებდნენ, მეორე მეოთხედი გავიდა და დიდ შესვენებაზე სტუმრები კვლავ 10 ქულით – 45:35 ლიდერობდნენ. შესვენების შემდეგ მასპინძლები ისე ათამაშდნენ, ქუთაისელებმა მათ ვერაფერი დაუპირისპირეს. აკაკი დვალიშვილი გიორგი ყველაშვილმა გაანეიტრალა, უკანა ხაზში კი ცეკვავას და ფაშაევს სისწრაფეშიც და სიზუსტეშიც სჯაბნიდნენ რუსთაველი უკანახაზელები – ლევან ხმელიძე, ქაქუცა აბაიშვილი, ზურა მაჭავარიანი და რევაზ ჩაჩანიძე.

შესანიშნავად ჩაერთო თამაშში ახალგაზრდა ჯაბა არაბული, რომელმაც იმ სპურტის დროს, როცა რუსთაველებმა ანგარიში გაათანაბრეს და დაწინაურდნენ, უმნიშვნელოვანესი 6 ქულა ჩააგდო. მესამე პერიოდი მასპინძლებმა 30:10 ისე მოიგეს, სტუმართა მწვრთნელთა შტაბს წუთშესვენება არ აუღია. ის კი არა, მეორე ტაიმში ქუთათურებმა პირველი და უკანასკნელი წუთშესვენება თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე აიღეს, როცა მატჩის ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.

მეოთხე პერიოდის წინ რუსთაველები 65:55 იგებდნენ. ქუთაისელებმა სცადეს ვითარების გამოსწორება, მაგრამ ფარქვეშ დვალიშვილი ყველაშვილმა შებოჭა და მას პერსონალურები აჰკიდა. დვალიშვილი საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მოედნიდან გავარდა და ყველაშვილი ფარქვეშ კიდევ უფრო გაბატონდა, უკანახაზში კი მაჭავარიანმა, ჩაჩანიძემ, აბაიშვილმა და ხმელიძემ პოზიციები არ დათმეს და “რუსთავი” ისე მივიდა გამარჯვებამდე, ვითარება არ დაძაბულა – 87:81.

“რუსთავის” გამარჯვებაში 23-ქულიანი წილი დაიდო ლევან ხმელიძემ, რომელსაც 7 მოხსნა და 6 პასიც დაუგროვდა. 14 ქულა, 12 მოხსნადა 6 პასი გიორგი ყველაშვილმა მიითვალა, 18 ქულა ჰქონდა რევაზ ჩაჩანიძეს, ხოლო ზურა მაჭავარიანმა რუსთაველებს 13 ქულა შესძინა.

ქუთაისელთა შორის 24 ქულით დავით ბარბაქაძე გამოირჩა, ხოლო აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 12 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. აზერბაიჯანელმა ზაურ ფაშაევმა იმერულ კლუბს 16 ქულა მიაშველა.

სუპერლიგის ამ ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, სპორტის სასახლეში გაიმართება.

 სტატისტიკა

ოთარ ხმელიძე, რუსთავის მთავარი მწვრთნელი:

 

რთული და დაძაბული შეხვედრა იყო. ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა, ყველამ, ვინც მოედანზე გავიდა, ზუსტად შეასრულა მიცემული დავალება. შესაბამისად, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ეს მოგება კარგი სტიმული იქნება ჩვენი გუნდისთვის, რომელიც პირველ წრესთან შედარებით მნიშვნელოვნად დასუსტდა. გუნდიდან წავიდნენ სერგო ათუაშვილი და ირაკლი ალხანაიძე. ვულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს ამ დიდ გამარჯვებას. “ქუთაისი” ხომ სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მისი დამარცხება უბრალო ამბავი როდია.

 ქუთაისის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ასისტენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. 

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა