საერთაშორისო ტურნირი – თბილისის მერიის თასი 2 – 4 აგვისტოს გაიმართება
დამდეგ აგვისტოში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს. იგორ კოკოშკოვის გუნდი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ნაკრებმა უკვე მოილია 7 ამხანაგური მატჩი და მომდევნოს ხვალ, ლიტვასთან ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს თბილისის საერთაშორისო ტურნირით – მერიის თასით დახურავს.
საქართველოში სათამაშოდ ბელარუსის, მოლდოვისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები ჩამოვლენ. მერიის თასი 2 აგვისტოს დაიწყება და 3 დღეს გასტანს. 2, 3 და 4 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში 2-2 მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯერ მოლდოვას შეხვდება, შემდეგ დიდ ბრიტანეთს, დასკვნით მატჩში კი ბელარუსს დაუპირისპირდება.
ბელარუსის და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები საქართველოს მსგავსად ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებიან. ბრიტანელები ჯგუფში ისლანდიასა და ბოსნიასთან ერთად არიან, ხოლო ბელარუსი საქართელოს მსგავსად ოთხგუნდიან ჯგუფშია მაკედონიასთან, ბელგიასთან და დანიასთან ერთად.
gbf.ge