საკინიძის 13 ქულა “ვალიადოლიდთან” მოგებულ შეხვედრაში
ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” სტუმრად აუტსაიდერი დაამარცხა, ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” კი ერთ-ერთ ლიდერთან წააგო.
სარგოსელები სტურმად “ვალიადოლიდს” ეთამაშნენ, რომელსაც სეზონში მხოლოდ 3 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. სანიკიძის გუნდმა აუტსაიდერს შანსი არ დაუტოვა და 96:68 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა 25 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ვიქტრორმა 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩაგდო. 25 ქულით სარაგოსელთაგან საუკეთესო დამიენ რუდეჟი გახდა, ხოლო მიხაელ როლმა 21 ქულა მიითვალა.
რაც შეეხება “კახასოლს”, სევილიელები მეორე ადგილზე მყოფ “ვალესნიას” შეხვდნენ და 93:104დამარცხდნენ. ბურჯანაძემ 3 წუთი ითამაშა და 1 მოხსნა მიითვალა, 1 სამიანი კი ააცილა.
ამ ტურმა “სარაგოსა” და “კახასოლი” ცხრილში ერთმანეთს დააშორა. 18 მოგება-14 წაგებით სანიკიძის გუნდი 6 ადგილზეა, ხოლო “კახასოლს” 17 მოგება და 15 მარცხი აქვს და მე-8-ზე იმყოფება. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, პლეი ოფში კი საუკეთესო 8 უნდი გადის.
მომდევნო ტურში, 17 მაისს, “კახასოლი” “ხუვენტუდს” უმასპინძლებს, “სარაგოსა” კი 18-ში “ლაბორალ კუტხას” მიიღებს.
gbf.ge