სამივე ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები გუშინდელმა კენჭისყრამ გამოავლინა
გერმანიის ქალაქ ფრეისინგში გუშინ ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც ფიბა-ევროპის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კირელ კუმანსი და ამ ორგანიზაციის მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიჩარდ სტოკსი უძღვებოდნენ.
საქართველოს სამივე ასაკობრივი ნაკრები 2014 წელს Bდივიზიონში იასპარეზებს, გერმანიაში გამართულმა კენჭისყრამ კი ყველა მათგანის მეტოქეები გამოავლინა. მაშ ასე, გთავაზობთ კენჭისყრის შედეგებს.
16-წლამდელთა ჩემპიონატი. დივიზიონი. 20-30 აგვისტო. შტრუმიცა. მაკედონია
A ჯგუფი
ინგლისი, ლუქსემბურგი, ბელგია, ესტონეთი, რუმინეთი, შოტლანდია
B ჯგუფი
ისრაელი, ნორვეგია, სლოვენია, საქართველო, მაკედონია
C ჯგუფი
უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია
D ჯგუფი
შვედეთი, ავსტრია, ჩერნიგორია, შვეიცარია, პორტუგალია, ალბანეთი
18-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 24 ივლისი – 3 აგვისტო. დონეცკი. უკრაინა
A ჯგუფი
ბულგარეთი, ირლანდია, პორტუგალია, უკრაინა, დანია, შოტლანდია
B ჯგუფი
რუმინეთი, ლუქსემბურგი, უნგრეთი, შვედეთი, ჰოლანდია
C ჯგუფი
შვეიცარია, ნორვეგია, მაკედონია, სლოვენია, ფინეთი
D ჯგუფი
ესტონეთი, ავსტრია, ისრაელი, გერმანია, საქართველო, ირლანდია
20-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 10-20 ივლისი. სარაევო. ბოსნია
A ჯგუფი
ლუქსემბურგი, რუმინეთი, ბოსნია, კვიპროსი, პორტუგალია, ბელგია, ესტონეთი
B ჯგუფი
ბელარუსი, საქართველო, უკრაინა, შვეიცარია, ავსტრია, ჰოლანდია, ფინეთი
სიახლე ის გახლავთ, რომ 20-წლამდელებში გუნდების ნაკლებობის გამო 2 ჯგუფი გაკეთა და შესაბამისად, გათამაშების სისტემაც შეიცვალა. B დივიზიონის სამივე ასაკში საუკეთესო 3 გუნდი 2015 წელს ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.