სამოყვარულო ლიგა საინტერესოდ დაიწყო

თარიღი: ნოემბერი 6, 2013

საკალათბურთო კლუბ “დინამოს” ბაზაზე, საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საამეთა სამინისტროსა და სუპერლიგის მხარდაჭერით  სტარტი აიღო კალათბურთის სამოყვარულო ლიგამ, რომელიც თავის მნიშვნელობით ისტორიულია.

არაპროფესიონალ კალათბურთელთა ასეთი ორგანიზებული და მასშტაბური ტურნირი, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის სახე აქვს  და თამაშები მთელი სეზონის მანძილზა გადაწილებული, საქართველოში პირველად ტარდება.

სამოყვარულო ლიგაში 18 გუნდი მონაწილეობს, გუნდები კი ვეტერანი და კალათბურთის მოყვარული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

3 ნოემბერს, “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე 6 მატჩი ჩატარდა. მაყურებელი და ქომაგი არ აკლდა მატჩებს, რომლებშიც ვახტანგ ნაცვლიშვილი, მამუკა ტურაშვილი, ამროსი ორმოცაძე, ზურა ჩუბინიძე, ვასილ ოთიურიძე, ზაზა ცაგარეიშვილი, ბაჩო სხიერელი, გიორგი წულაია, დავით გიორგობიანი  და სხვა ცნობილი ვეტერანი კალათბურთელები მონაწილეობდნენ.

პირველივე შეხვედრაში გამორჩული შედეგი დაფიქსირდა. სტუ GT Groupe-ს წარმომადგენელმა, ლევან იოსებაშვილმა VTB-ის 29 ქულა ჩაუგდო და ეს პირველი დღის  საუკეთესო შედეგი იყო, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა კი მეტოქე 64:57 დაამარცხა.

ყველაზე დაძაბული და საინტერესო დღის ბოლო შეხვედრა იყო, რომელშიც ერთმანეთს “აფხაზეთი” და “ინგლისური წიგნი საქართველოში” დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 28:28 იყო, მესამე მეოთხედის ბოლოსაც თანაბარი ანგარიში (39:39) დაფიქსირდა. ბოლოსწინა წუთზეც ფრე იყო, ყველაფერი ოვერტაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ “აფხაზეთმა” მოახერხა ქულით დაწინაურება და ეს საფინალო სირენამდე 1,6 წამით ადრე გააკეთა.

ასეთ დროს არათუ სამოყვარულო, ნებისმიერი დონის გუნდს უჭირს თამაშის გადარჩენა. “ინგლისური წიგნის” გუნდმა წუთშესვენება აიღო, ბოლო სროლა დაგეგმა და ზუსტად შეასრულა. ბურთი გვერდითი ხაზიდან საჯარიმოს სიახლოვეს მყოფ შალვა კაკაურიძეს მიაწოდეს, რომელმაც ისე, ძირს რომ არ დაუგდია, ტყორცნა და საფინალო სირენამდე მისი მეტოქის კალათში ჩაგდება მოასწრო. “ინგლისურმა წიგნმა საქართველოში” 53:52 გაიმარჯვა და ეს დრამატული გამარჯვება დიდი ზარზეიმით აღნიშნეს გუნდის მწვრთნელმა და კალათბურთელებმა.დანარჩენ მატჩებში “სპორტ-მედიამ” იოლად დაამარცხა რადიო “კომერსანტი, ხოლო ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა “თბილისი 2015”-მა  “შტურმი” არ დაინდო. “თელავის აკადემიამ” “დიდუბეს” 56:40 აჯობა, ხოლო “თელიანი ველმა” COFFEE.IN-ს 65:25 სძლია.

ბოლოს მოკლედ გათამაშების ფორმატსაც გაგაცნობთ. 17 გუნდი ერთ ჯგუფშია თავმოყრილი, რომლებიც ერთმანეთს თითოჯერ ეთამაშებიან და საუკეთესო 8 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს. პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე, ფინალის ჩათვლით, სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება. სამოყვარულო ლიგის მორიგი მატჩები “დინამოს” ბაზაზე 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

კალათბურთის სამოყვარულო ლიგა. 3 ნოემბერიდინამოსსაწვრთნელი ბაზა

სტუ GT Grupe – VTB 64:57

GT Grupe: იოსებაშვილი (29)
VTB:
 გემაზაშვილი (21ქულა,15 მოხსნა)

 

თელიანი ველი – COFFEE.IN 65:25

თელიანი ველი: შანიძე (17), სუხიშვილი (12)
COFFEE.IN: 
დოლბაია (11)

 

თელავის აკადემია – დიდუბე 56:40

თელავის აკადემია: პაპუნაშვილი (12), ჩაველაშვილი (11), ლომიაშვილი (11)
დიდუბე: გურაბანიძე (11)

 

თბილისის 2015 – შტურმი 90:37

თბილისის 2015: გ. ნაცვლიშვილი (16), ტურაშვილი (14)
შტურმი: გასიტაშვილი (15), წერეთელი (10)

 

კომერსანტი – სპორტ მედია 38:55

კომერსანტი: მეფარიშვილი (18)
სპორტ მედია: ფრანგიშვილი (11), მგალობლიშვილი (10), ღონღაძე (10)

ინგლისური წიგნი საქართველოში – აფხაზეთი 53:52

ინგლისური წიგნი საქართველოში: ივანეიშვილი (16), დეკანოიძე (14)
აფხაზეთი: ქარუმიძე (13), არველაძე (12)

GBF.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა