„სან-ანტონიოსთან“ მატჩის წინ „პორტლენდის“ კალათბურთელებმა გასახდელში გველი იპოვეს
„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ მოამაშეებმა „სან-ანტონიო სპურსთან“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეორე ეტაპის სერიის მეორე მატჩის წინ საკუთარ გასახდელში გველი იპოვეს.
პირველმა გველი ტომას რობინსონმა დაინახა, რომელმაც დაიყვირა.
„არ დაგიმალავთ, როდესაც გველი დავინახე, შემეშინდა“, – განაცხადა კალათბურთელმა.
საბოლოოდ, გველის დაჭერა მწვრთნელებმა შეძლეს. „სან-ანტონიო სპურსის“ წარმომადგენლის თქმით, ნაპოვნი გველი შხამიანი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ გველის დაჭერის შემდეგ იგი თავისუფლებაზე გაუშვეს.
როგორც ცნობილია, გველი შავ-თეთრი იყო, ამ ფერებს კი „სპურსი“ ატარებს. შემდგომ, ამასთან დაკავშირებით, კალათბურთელებმა იხუმრეს კიდეც და თქვეს, რომ იგი მეტოქის გასახდელში დენი გრინმა დატოვა („სან-ანტონიოს“ უკანახაზელი კი გველების კოლექციონერია).
ალექსანდრე მატევოსოვი