სან დიეგოს მედია დუდა სანაძით დაინტერესდა

თარიღი: თებერვალი 6, 2014

ამერიკის ქალაქ სან დიეგოს მთავარ გაზეთ Ut San Diego-ში ჩვენთვის მეტად საინტერესო სტატია გამოქვეყნდა.
პუბლიკაცია ეძღვნება საქართველოს ნაკრებისა და ამერიკის კოლეჯების ლიგის, “სან დიეგოს” უკანახაზელ დუდა სანაძეს (1992 წელსაა დაბადებული).

“სანაძეს მოედნის გარეთ რომ შევხვდი, მოწყენილი სახე ჰქონდა, თითქოს ძაღლი, კატა ან გამარჯვება დაკარგა.

თუმცა მისიის შესრულებისას სახის გამომეტყველება ეცვლება – სერიოზული, საშიში შესახედავია.

– დუდა წაგებას ვერ იტანს. მატჩისას, ვიდრე საათი 00:00-ს აჩვენებს, სანაძე არასოდესაა კმაყოფილი, თუ მისი გუნდი მეტოქეს ანგარიშში ჩამორჩება, – ამბობს “სან დიეგოს” სნაიპერი ჯონი დი.

ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ მოედნის მიღმა მოსიარულე დუდა სანაძე რომ დავინახე, ვკითხე – საიდან ხარ?

– Georgia-დან, – მომიგო და გულზე ხელი დაირტყა. იგი არ გულისხმობდა ამერიკის შტატს. სანაძე აღმოსავლეთ ევროპიდანაა, საქართველოდან, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას, თურქეთსა და რუსეთს.

პატარა ქვეყანას თავისი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის უწევდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. რუსეთის მმართველობის ქვეშ ქართველები 1921-დან 1991 წლამდე იყვნენ, რასაც მოჰყვა სამწლიანი ომი…

– მრისხანე მეომრები ვართ, – ამბობს სანაძე. იგი “სან დიეგოს” მეორე მექულე (12.6) და მომხსნელია (4). ფოლებშიც მეორეა… პოზიციისთვის ბევრს იბრძვის, არავის არაფერს უთმობს, რაც შეიძლება მისი კულტურული ინსტინქტი იყოს.

– არ ვიცი, რა როგორ გამომდის, რამდენ ფოლს ვიღებ, მაგრამ მიყვარს ბრძოლა, – ესეც დუდამ გვითხრა.

– ზოგჯერ იგი ძალიან საშიშია, – მოგვითხრობს გუნდის მეორე მწვრთნელი კაილ ბენკჰედი, – არ ეშინია თუნდაც მუშტი-კრივზე გადასვლის. ზოგჯერ ეს გვჭირდება კიდეც.

რჩება შთაბეჭდილება, სანაძე კალათისთვისა და ბურთისთვისაა დაბადებული. მამამისი, გიორგი საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო, ახლა კი საკალათბურთო აკადემიაში მუშაობს.

– მამაჩემი მსროლელი გახლდათ, ჩემზე უკეთესი. ქულებს უხვად აგროვებდა. ძალიან მოქნილი იყო და მინახავს მისი ეფექტური ჩატენვებიც.

სამ ძმას შორის უფროსმა, დუდა სანაძემ პატარაობიდან გამოავლინა კალათბურთისადმი სიყვარული და, რა გასაკვირია, რომ მამამისმა მალევე მიაბარა მწვრთნელს. 15 წლის დუდა საქართველოს კადეტთა ნაკრებში თამაშობდა.

– სკოლის შემდეგ ხან მეგობართან თამაში მინდოდა, ხან ტელევიზორის ყურება, მამაჩემი კი მეუბნებოდა – ჩაიცვი, დარბაზში სავარჯიშოდ მივდივართო. მეც მივყვებოდი, – იხსენებს კალათბურთელი.

ორი წლის წინათ “სან დიეგოს” ყოფილმა მწვრთნელმა ლამონ სმიტმა ასისტენტ კაილ ბენკჰედს უთხრა – შეხედე, 196 სმ სიმაღლის “ევრო” რა კარგად სტყორცნისო. მეორე მწვრთნელმა შეისწავლა სანაძის თამაშის ვიდეოჩანაწერები, 2011 წლის ზაფხულში ქართველის სანახავად სლოვენიაში გაფრინდა და იქიდან ჩამოსულმა ორი თითი ასწია – ყველაფერი კარგადააო.

2012-13 წლების სეზონი დუდამ სან დიეგოში გაატარა, მაგრამ არ უთამაშია, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა. მიმდინარე სეზონში კი 22-დან 20 მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. 10 მატჩიდან რვაში ასცდა 10-ქულიან ბარიერს. სამჯერ გადალახა 20-ქულიანი ზღვარი, “სანტა კლარასთან” კი ამერიკული კარიერის რეკორდი დაამყარა – 25 ქულას მოუყარა თავი.

– ერთი, რამაც გაართულა მისი შეჩერება, სანაძის სიმაღლე იყო, – ამბობს “სანტა კლარას” მთავარი მწვრთნელი ჯეს პრუიტი, – ძლიერი ფლანგის მოთამაშეა. მეორეც, უშიშარია, ბურთსაც კარგად ატარებს და თამამად უტევს. სანაძე არატიპური ევროპელია, არ ერიდება კონტაქტს, პირიქით, აქტიურად შედის ბრძოლაში.

დუდას თვითონაც უყვარს სწრაფი თამაში და თანაგუნდელებსაც აჩქარებს. შეიძლება ამის მიზეზი ისიცაა, რომ ევროპაში ყოველი შეტევისთვის 24 წამია გამოყოფილი, კოლეჯების ლიგაში კი – 35.

დუდა სანაძე ახალგაზრდაა და გასაკვირი არ არის არასტაბილურობაც: თუ საწყის ოთხ მატჩში საშუალოდ 18 ქულას აგროვებდა, ბოლო ორში სულ 13 ჩააგდო. დაცვაშიც სჭირდება მომატება.

– დაცვაში თამაშის სრულყოფისთვის დიდი გზა აქვს გასავლელი, – ამბობს კაილ ბენკჰედი, თუმცა სანაძე გუნდს აძლევს იმას, რასაც მწვრთნელი ვერ მისცემს – აგრესიულობას, ენერგიას და ღონეს.

მაგალითისთვის: “პეპერდაინთან” მატჩისას ბრენდან ლეინმა სირენამდე 4 წამით ადრე სანდიეგოელთა მიერ აცილებული ბურთი მოხსნა, სანაძე კი მივარდა და ხელიდან გამოგლიჯა. მსაჯებმა ფოლი არ დააფიქსირეს. ლეინი დუდასკენ გაიწია, არც ქართველი ჩამორჩა…

– დაძაბულობისას დუდა მეტოქეს ეუბნებოდა – რა გინდა? მიდი, რამე გააკეთეო… ლეინი რომ არ გაჩერებულიყო, მისთვის უარესი იქნებოდა, – მოგვითხრობს “სან დიეგოს” გამთამაშებელი კრისტოფერ ანდერსენი.”

GBF.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა