სანაძე მოედანს 15 ქულითა და გამარჯვებით დაუბრუნდა

თარიღი: თებერვალი 21, 2014

ერთმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა და “სან დიეგოს” მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. სანდიეგოელებმა “ვესტ ქოუსთის” კონფერენციის ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლს გუნდ “პორტლენდს” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძლაში – 61:59დაამარცხეს.

პორტლენდელები ის ბიჭები არიან, რომლებმაც ლიდერ “გონზაგას” კონფერენციის ერთადერთი მარცხი განაცდევინეს, ამ მატჩამდე კი 7-7 მოგებ-წაგებით მე-5 ადგილზე იმყოფებოდნენ. “სან დიეგოსთან” 31:35 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ პორტლენდელებმა ტემპს უმატეს და მატჩის ბოლოს ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე სტუმრები 56:52 იგებდნენ და საბოლოო წარმატებამდე ცოტა აკლდათ.

სანდიეგოელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს – დასრულებამდე 2 წუთით ადრე ზუსტი 2-ქულიანით სანაძემ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, მერე პორტლენდელებმა ააცილეს და ჯონი დიმ საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა. საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე ქართველმა უკანახაზელმა საჯარიმოები ზუსტად შეასრულა და სანდიეგოელები დააწინაურა, რას აცდენის კრამერის 1 საჯარიმოც მოჰყვა და მასპინძლები დასრულებამდე 19 წამით ადრე 61:58 გალიდერდნენ.

მორიგ, გადამწყვეტ შეტევაში პორტლენდელებმა ჯერ ორიანი, შემდეგ სამქულიანი ააცილეს და როცა ბურთი კრამერმა მოხსნა, მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყდა. მართალია, საჯარიმოს ხაზე აღმოჩენილმა კრამერმა ორივე სროლა ააცილა, თუმცა სანდიეგოელებმა 4 წამში 3-ქულიანი ლიდერობა აღარ გაფლანგეს. მეტოქეს სამქულიანი არ ასროლინეს, მყისიერად დაჯარიმდნენ. პორტლენდელმა ბობი შარპმა პირველი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ მეორე ბურთი იმ იმედით ააცილა, რომ მას თავისიანები დაეუფლებოდნენ და დარჩენილ 2-ქულიან დეფიციტს აღმოფხვრიდნენ, თუმცა ფარიდან ასხლეტილი ბურთი ქართველის ნადავლი გახდა და მატჩის ბედიც გაირკვა.

სანაძე სასტარტო ხუთულში არ ყოფილა. მას ტრავმა ახალი მორჩენილი ჰქონდა და მწვრთნელმა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართო. მიუხედავად ამისა, სანაძე სანდიეგოელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჯონი დისთან ერთად 15 ქულა დააგროვა. დუდამ 10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულასთან ერთად სანაძემ მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა, ბურთი კი არ დაუკარგავს.

6 მოგებითა და 10 მარცხით “სან დიეგო” “ვესთ ქოუსთის” კონფერენციაში მე-7 ადგილზე რჩება, თუმცა 1 მოგება აშორებს მის წინ მყოფ “პორტლენდსა” და “პეპერდაინთან”. კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩს “სან დიეგო” შინ გამართავს: 23 თებერვალს ლიდერ “გონზაგას” უმასპინძლებს, 1 მარტს კი “ბრიგჰემ იანგის” უნივერსიტეტს დაუპირისპირდება. რეგულარულის დასრულების შემდეგ სანდიეგოელები ლასვეგასურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც ადგილები საბოლოოდ განაწილდება და გუნდებიც პლეი ოფში დაწყვილდებიან.

 

გუნდი

კონფერენციაში

მთლიანად

გონზაგა

13-1

23-4

ბრიგჰემ იანგი

10-5

18-10

სეინტ მერი

9-5

19-8

სან ფრანცისკო

9-5

16-10

პორტლენდი

7-8

15-12

პეპერდაინი

7-8

14-13

სან დიეგო

6-10

15-14

პასიფიკი

5-9

14-11

სანტა კლარა

4-10

11-16

ლოიოლა

3-12

11-16

GBF.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა