სანაძის დრამა: 38 წუთი, 12 ქულა და 2 ოვერტაიმში წაგებული მატჩი
დაძაბულ, 2-ოვერტაიმიან ბრძოლაში დამარცხდა დუდა სანაძის „სან დიეგო“. კალიფორიულმა გუნდმა შინაურ „ჯენი გრეიგ პავილიონში“ „სენტ მერი“ მიიღო და 50-წუთიან ბრძოლაში 62:69 დამარცხდა.
ძირითადი 40 წუთის შემდეგ ფრე – 56:56 დაფიქსირდა, დამატებითი 5-წუთეულშიც ფრედ – 2:2 დასრულდა. მეორე ოვერტაიმში კი სტუმრებმა იძალეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.
სანაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 38 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. დუდას ანგარიშზე 12 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება დაგროვდა.
სანდიეგოელთაგან ბომბარდირი ჯონი დი გახდა 21 ქულით, ხოლო საუკეთესოდ კრისტოფერ ანდერსონი დასახელდა, რომელმაც 9 ქულა, 11 პასი, 5 ჩაჭრა და 4 მოხსნა მიითვალა.
7 მოგებითა და 8 მარცხით 10-გუნდიან „ვესტ ქოუსტის“ დივიზიონში „სან დიეგო“ მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 19 თებერვალს, სტუმრად, BYU-სთან ელის.
gbf.ge