სანაძის “სან დიეგომ” მესამე მატჩიც მოიგო
დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” მესამე გამარჯვება მოიპოვა. კალიფორნიელები ბალტიმორში, მორგან სტეიტის უნივერსიტეტს შეხვდნენ და 68:61 დაამარცხეს.
თამაშის მსვლელობისას სანდიეგოელებიაგებდნენ, მატჩი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი იყო. ქართველმა უკანახაზელმა ხუთეულშ ითამაშა და მოედანზე 30 წუთი გაატარა. სანაძემ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა. ქართველმა კალათბურთელმა ულებიმეტად საჭირო მომენტში მოაგროვა. მეორე ტაიმის შუაწელში ზედიზედ 2 ორქულიანით დუდამ “ტორეროსი” 2 ქულით დააწინაურა, ხოლო ბოლო წუთზე სანაძის და ჯონი დის ორქულიანებმა მასპინძლების საბოლოოდ გატეხეს.
6 ქულასთან ერთად სანაძემ დენის კრამერთან ერთად მატჩში უმეტესი 7 მოხსნა მოაგროვა, რასაც 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. სანდიეგოელთაგან 19 ქულით საუკეთესო ჯონი დი გახდა, რომელმაც საკუთარი საკარიერო მონაგარი “ტორეროსში” 1000 ქულამდე გაზარდა.
მომდევნო მატჩს სანდიეგოელები კვლავსტუმრად, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან გამართავენ.
GBF.GE