სანდრო მამუკელაშვილმა “სეტონ ჰოლს” ბოლო წამზე მოაგებინა – ემოციური კომენტარი მატჩის შემდეგ (ვიდეო)
სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ზედიზედ ორ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ “ბატლერს” უმასპინძლა და მეტოქე 74:72 დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ კალათბურთელს, რომელმაც შეხვედრის დასრულებამდე 0.6 წამით ადრე სტუმართა კალათში ბურთი ჩააგდო და საკუთარ გუნდს მოაგებინა.
მატჩის დასრულების შემდეგ სანდრო ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. მას ინტერვიუ არაერთმა გამოცემამ ჩამოართვა. მამუკელაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრას მამამისი ესწრებოდა, რომელიც მას 19 მაისი შემდეგ ნანახი არ ჰყავდა.
“არ ვიცი, რთულად ჩასაგდები ბურთი იყო თუ არა. ამ მომენტში მხოლოდ ის მინდოდა, რომ ბურთი ჩამეგდო. ალბათ, რთული სროლა იყო, მაგრამ თანაგუნდელმა კარგი გადაცემა გამიკეთა და ჩაგდება გამიადვილდა. ამ მატჩს მამაჩემი ესწრებოდა, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა. ეს დიდებული მომენტი იყო!” – თქვა 20 წლის კალათბურთელმა.
მამუკელაშვილმა მატჩი 15 ქულით, 6 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით დაასრულა.
SETON HALL AT THE BUZZER 🚨@Mamukelashvili5 knocks down the game-winner for @SetonHallMBB!pic.twitter.com/FWUaaO6Wga
— NCAA March Madness (@marchmadness) February 20, 2020