სანიკიძე ესპანეთის პლეი ოფს ღირსეული თამაშით ემშვიდობება
ვიქტორ სანიკიძისთვის სეზონი დასრულდა. ქართელმა ფორვარდმა შესანიშნავად ითამაშა სამეფო კლუბ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში, მაგრამ მისი “სარაგოსა” წაგებას მაინც ვერ ასცდა. ფავორიტად მიჩნეულმა “რეალმა” სერია 2:0 მოუგო სარაგოსელებს.
მეორე მატჩი, რომელიც სარაგოსაში გაიმართა, მადრიდული გრანდის გამარჯვებით – 101:95 დასრულდა. მიუხედავად ქართველი ფორვარდის ქებული გარჯისა, სარაგოსელებმა მაინც მარცხი განიცადეს.
საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 25:13 წუთი გაატარა და 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
ვიქტორმა 2-ვე ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო,მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“სარაგოსას” რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ხორვატი დამიან რუდეზი იყო, 10-ქულიან ზღვარს კი მაიკლ როლი (15), ჯოზეფჯოუნსი (13) და ჩინემელუ ელონუც (12) ასცდნენ.
მადრიდელთა შემადგენლობაში მინიმუმ 10 ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა მიითვალა, საუკეთესო სარგელიანობისკოეფიციენტი კი ნიკოლა მიროტიჩს (15 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი) ჰქონდა.
ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიშ გაათანაბრა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”, რომელმაც “ვალენსიას” 2 დღის წინანდელი მარცხისთვის რევანში აუღო – 84:78. ქართველ ფორვარდს აღნიშნულ მატჩშ მონაწილეობა არ მიუღია.
gbf.ge