სანიკიძე მადრიდში “რეალთან” საუკეთესო იყო
ვიქტორ სანიკიძე სარაგოსელთაგან საუკეთესო იყო მადრიდში, “რეალის” წინააღმდეგ მატჩში, თუმცა ქართველი ფორვარდის მოწადინებამ გამარჯვებისთვის არ იკმარა. “სარაგოსა” ესპანური გრანდის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა და შეხვედრა 79:92 დათმო.
“სარაგოსას” ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 21:33 წუთი გაატარა. სანიკიძემ 5-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. 11 ქულასთან ერთად ვიქტორმა 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა სარაგოსელთაგან ყველაზე მეტი – 19 შეადგინა. ამ მაჩვენებლით მას ოდნავ ჩამორჩა (17) ჯონათან ტაბუ, რომელმაც 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მადრიდელებს რუდი ფერნანდესმა ულიდერა, რომელმაც თავი 30 ქულას მოუყარა.
16 მოგებითა და 14 წაგებით “სარაგოსა” ბექა ბურჯანაძის “კახასოლთან” ერთად ცხრილში 7-8 ადგილებს იყოფს. მორიგ ტურში, 8 მაისს, “სარაგოსა” “ესტუდიანტესს” უმასპინძლებს.
gbf.ge