სანიკიძე მადრიდში საუკეთესო იყო, მაგრამ “სარაგოსამ” მაინც წააგო
ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში შესანიშნავად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, მაგრამ მისმა “სარაგოსამ” მადრიდში ვერაფერი გააწყო “რეალთან”. სამეფო კლუბმა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველიადგილი დაიკავა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და სერიის პირველი,საშინაო შეხვედრა 87:80 მოიგო.
რაც სარაგოლელთა სასახელოდ უნდა ითქვას, ისაა, რომ ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და წარმატების შანსსაც ინარჩუნებდნენ. ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით არაგონული გუნდი კუდში მიჰყვებოდა მრისხანე მეტოქეს, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწევად ძალები აღარ ეყო.
სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა. მანმოედანზე 32:21 წუთი გაატარა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართელმა ფორვარდმა ყველაზე მაღალი (27) მარგი ქმედების კოეფიციენტი გამოიმუშავა. ვიქტორმა 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო,3 სამიანი კი ააცილა. 12 ქულასთან ერთად სანიკიძემ 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება და 1 პასი მიითვალა.
სარაგოსელთაგან 13-13 ქულა ჰქონდათ მიხაელ როლს და ჯოზეფ ჯონსს, ხოლო მადრიდელთაგან საუკეთესოები ფელიპე რეიესი (18 ქულა) და სერხიო ლული (16) გახლდნენ.
სერიის მომდევნო შეხვედრა 1 ივნისს, სარაგოსაში გაიმართება.
gbf.ge