სანიკიძე-შერმადინის კომბინირებული 36 ქულა და “სარაგოსას” 36-ქულიანი გამარჯვება “მურსიასთან”
ვიქტრო სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარეს. ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში ქართელი კალათურთელების შედეგიანი თამაშის წყალობით “სარაგოსამ” “მურსია” 103:67 გაანადგურა.
ქართელმა კალათბურთელებმა თავი შედეგიანობით გამოიჩინეს და კომბინირებულად 36 ქულა და 15 მოხსნა დააგროვეს. ორივე ათგანი სასტარტო ხუთეულში იყო. შერმადინმა 23 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო მიითვალა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა.
სანიკიძეს 26 წუთი ეყო, “სარაგოსაში” ბომბარდირი რომ გამხდარიყო. ქართელმა ფორვარდმა 19 ქულა მოაგროვა, რასაც 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. სანიკიძემ 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
9 მოგებით და 8 მარცხით “სარაგოსა” საპლეიოფო ზონის ზღვარზე, მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი 2 თებერვალს, საკუთარ მოედანზე, “ბილბაოსთან” გამართავს. დღეს ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” “ბარსელონას” უმასპინძლებს.
gbf.ge