სანიკიძის არყოფნაში „უნიკსმა“ შერმადინის „კანტუ“ დაამარცხა
ევროთასის გათამაშებაში პლეი ოფი დაიწყო. მეთექვსმეტედფინალში ერთმანეთს გიორგი შერმადინის „კანტუ” და ვიქტორ სანიკიძის „უნიკსი” შეუწყვილდნენ. სერია 2-მატჩინია, რომლის პირველი შეხვედრა 4 მარტს კანტუში გაიმართა.
სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელები ოედანზე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ. ვიქტორ სანიკიძე ტრავმირებულია. დაახლოებით 1 თვის წინ მან მხარზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაიის კურსს გადის. გიორგი შერმადინმა კი ითამაშა და რა შეეძლო, თავის გუნდს დაეხმარა.
შეხვედრა სტუმრათა, „უნიკსის” კალათბურთელთა გამარჯვებით – 70:64 დასრულდა. შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე 17 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა 2-დან ორივე ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 15 ქულით კანტუელთაგან ბობარდირი დარიუს ლამარ-ჯონსონი გახდა.
ამ გუნდებს შორის მეთექვსმეტედფინალური სერიის საპასუხო მატჩი ყაზანში, 11 მარტს გაიმართება. „კანტუ” მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა მერვედფინალში, თუკი 6 ქულაზე მეტით იმარჯვებს.
GBF.GE