სანიკიძის ორმაგი დუბლი და შერმადინის 14 ქულა
ქართველი კალათბურთელების შედეგიანი თამაშის წყალობით ესპანურმა “სარაგოსამ” ევროთასის მორიგი მატჩი მოიგო. ვიქტორ სანიკიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა, გიორგი შერმადინიც ასცდა 10-ქულიან ზღვარს და სარაგოსელებმა შინ გერმანული “ტელეკომი” დაამარცხეს.
სარაგოსელებმა შეხვედრა ცუდად დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 10 ქულით აგებდნენ, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორეს და გამარჯვებამდეც მივიდნენ. საბოლოოდ ქართველების გუნდმა 71:60 იმარჯვა.
სარაგოსელთაგან ყველაზე მეტი – 30 წუთი სანიკიძემითამაშა, რომელმაც 10 ქულა, 12 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა,ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა. ვიქტორმა 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
შერმადინი არანაკლებ სარგებლიანი იყო. 14 ქულით ის სარაგოსელთა ბომბარდირი გახდა. გიორგიმ 21.39 წუთი ითამაშა და 10-დან 5 ორქულიანს 5-დან 4 საჯარიმო მოაყოლა. 14 ქულასთან ერთად შერმადინმა 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
8 შეხვედრიდან მოპოვებული 5 გამარჯვებით “სარაგოსა” ჯგუფში მე-3 ადგილზეა და თუ დარჩენილ 2 ტურში ეს ადგილი შეინარჩუნა, მომდევნო ეტაპზე გავა.
GBF.GE