სანიკიძის “უნიკსმა” იტალიაში გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლა თითქმის გაინაღდა
ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ევროლიგაში მიჯრით მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ყაზანური გუნდი იტალიაში, „დინამო სასარის“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 72:68 დაამარცხა.
გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ამერიკელმა დორ ფიშერმა, რომელმაც 37 წუთში 23 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. 14 ქულა მოაგროვა ჯეიმს უაიტმა, ხოლო კურტის ჯერელსმა რუსულ კლუბს 11 ქულა მიაშველა.
ქართველი ლეგიონერი სათადარიგო იყო და მოედანზე 2:11 წუთით გამოჩნდა. სანიკიძეს ამ მცირე დროში არც ერთი სტატისტიკური მონაცემი არ მიუთვლია, თუმცა დაცვაში კარგად ირჯებოდა.
4 მოგებითა და 4 მარცხით „უნიკსი“ „ა“ ჯგუფში მე-3 ადგილზეა და დარჩენილ 2 ტურში 1 გამარჯვებაც ჰყოფნის, ჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა რომ გაინაღდოს. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი 12 დეკემბერს ყაზანში კაუნასის „ჟალგირისთან“ ჩაატარებს.
A ჯგუფი |
მოგება |
წაგება |
ბურთების |
შეფარდება |
+/- |
რეალი |
6 |
2 |
700 |
647 |
53 |
ეფესი |
6 |
2 |
592 |
541 |
51 |
უნიკსი |
4 |
4 |
604 |
583 |
21 |
ჟალგირისი |
4 |
4 |
574 |
557 |
17 |
ნიჟნი ნოვგოროგი |
3 |
5 |
621 |
688 |
-67 |
დინამო სასარი |
1 |
7 |
621 |
696 |
-75 |
gbf.ge