სანიკიძისა და შერმადინის სარაგოსამ წამის მეათედებში წააგო
ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი შერმადინის “სარაგოსამ” ესპანური პრიმარადივიზიონის მორიგ ტურში დანანანი მარცხი იწვნია. არაგონული გუნდი სტუმრად “გრან კანარია ჰერბალაიფთან” 3 ქულის სხვაობით – 55:58 დამარცხდა.
თითქოს ოვერტაიმში უნდა გადაზრდილიყო, თუმცა საფინალო სირენამდე 3 მეათედი წამით ადრე კანარელმა ალბერტ ოლივერმა სამქულიანი ჩააგდო. დარჩენილ დროში სარაგოსელებმა მოახერხეს სამქულიანის ჩაგდება, მაგრამ ვიდეო ანალიზის შემდეგ მსაჯებმა მაიკლ როლის სამქულიანი გააფორმეს – ვერ მოასწრო სროლაო.
ქართველ კალათბურთელთაგან სარაგოსელთა სასტარტო ხუთეულში შერმადინი მოხვდა და 24 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
GBF.GE