საქართელოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დანიას 63:60 მოუგო
მას შემდეგ, რაც 5-დან 4 მოგების მიუხედავად ჯგუფიდან ვერ გავიდა, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. პირველი მეტოქე დანია გახლდათ, რომელსაც ქართველებმა დაძაბულ ბრძოლაში – 63:60 მოუგეს.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო წუთებზე ქართველებმა მეტი მობილიზება გამოავლინეს და საბოლოოდ საწადელს მიაღწიეს. 15-15 ქულით საქართველოს ნაკრებში 15-15 ქულით ბომბარდირობა ლევან ბაბილოძემ და ლუკა ბულაშვილმა გაიყვეს. ნიკა ლეონიძემ 10 ქულა მიითვალა, ხოლო ყველაზე სარგებლიანად ნიკა დარბაიძე დასახელდა – 8 ქულა, 11 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება.
საქართველოს ნაკრები დღეს, 14:00 საათზე ბულგარეთს დაუპირისპირდება და თუ გაიმარჯვებს, მე-9 ადგილისთვის მატჩის თამაშის უფლება მიეცემა. პარალელურ წყვილში ინგლისი და ბელარუსი თამაშობენ.