საქართველომ ევრობასკეტი ბრწყინვალე მოგებით
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პოლონეთთან ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო. იგორ კოკოშკოვის მიერ მომზადებულმა კალათბურთელბმა მეტოქე 17 ქულით დაამარცხეს. პირველი მეოთხედი ქართელმა მოთამაშეებმა 6 ქულით მოიგეს, თავისი უპირატესობის გაზრდა კი მათ მეორე მეოთხედში მოახერხეს, როდესაც ტაბლოზე ანგარიში 39:22 დააფიქსირეს. მესამე მეოთხედის მოგება კოკოშკოვის შეგირდებმა მხოლოდ ერთი ქულით მოახერხეს, ხოლო ბოლო ათ წუთში პოლონელებმა 30 ქულა დააგროვეს, მაშინ, როდესაც ქართველთა მონაგარმა ჯამში 29 ქულა შეადგინა. ამის მიუხედავად, საქართველომ სოლიდური უპირატესობით ემარჯვა. საბოლოოდ – 84:67 – უკეთ სტარტს ვერც კი ვისურვებდით!
საქართველო – პოლონეთი 84:67 (20:14, 19:8, 16:15, 29:30)
საქართველო: ცინცაძე (11 ქ. +7 გ.), მარკოიშვილი (18 ქ. 3 მ.), ფაცაცია (0), სანიკიძე (23 ქ. 6 მ.), შერმანდინი 13 ქ. 9 მ.) – სასტარტო ხუთეული; ჰიკმენი (9 ქ. 4 მ.), ლეჟავა (3 ქ.), ცქიტიშვილი (3 ქ.), მეტრეველი (2 ქ.), ბურჯანაძე (2 ქ.), ფხაკაძე (0 ქ.), სანაძე (0 ქ.)
პოლონეთი: კოშარეკი (3 ქ. 7 გ.) კელატი (2 ქ.), იგნერსკლი (8 ქ. 5 მ.), ლამპე (10 ქ. 5 მ.), გორტატი (12 ქ. 8 მ. 4 გ.) – სასტარტო ხუთეული; ზამოისკი (10 ქ.), კარნოვსკი (9 ქ.), პონიტკა (7 ქ. 7 მ.), ვაშინსკი (3 ქ.), შუბარგა (2 ქ.), ცილინსკი (0 ქ.), ხრიცანიუკი (0 ქ.)
სროლები ახლო დისტანციიდან: 22/36 (61,1%) – 23/44 (52,3%)
სროლები შორი დისტანციიდან: 8/25 (32,0%) – 3/16 (18,8%)
საჯარიმო სროლები: 16/28 (57,1%) – 12/19 (63,2%)
მოხსნები: 35-39; გადაცემები: 16-18; დაკარგვები: 5-12
აქვე გეტყვით, რომ ევრობასკეტზე თავის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, ხორვატიის წინაამღდეგ ჩაატარებს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ალექსანდრე მატევოსოვი