საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოს მედლების მფლობელია
ქართველი 16-წლამდელი გოგონები ევროპის C დივიზიონის ბრინჯაოსმედალოსნები არიან. გიბრალტარში დასრულებულ 7 ქვეყნის ტურნირში საქართელომ მე-3ადგილი დაიკავა. ნინო ყოფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 ადგილისთის მატჩი უელსს 66:45 მოუგო.
მატჩის გმირი გახდა და ტურნირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა ჩვენი გუნდის უკანახაზელი, მარიამ ოქროპირიძე, რომელმაც უელსელებს 32 ქულა ჩაუგდო. მის გარდა ქართველებისგან არავის მიუღწევია 10-წულიან ზღვრამდე.
შეგახენებთ, რომ გასულ 2016 წელს საქართველომ 16-წლამდელთა C დივიზიონი მოიგო, თუმცა იმ გუნდის უმეტესობა ასაკით მაღლა, 18-წლამდელებში გადავიდა და წლეულს საქართველოს ეს ასაკობრივი ნაკრები B დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც 4-13 აგვისტოს ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი უმასპინძლებს.
უელსი – საქართველო 45:66 (სტატისტიკა)
Superleague.Ge