საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში შვეიცარია დაამარცხა (VIDEO)
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა, რომელიც საკუთრ ისტორიაში რანგით ყველაზე მაღალი დონის ტურნირში – ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობს, პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაფვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში შვეიცარიის ნაკრები 7 ქულის სხვაობით – 70:63 დაამარცხა.
ქართველები პირველი პერიოდის შემდეგ 11:16 აგებდნენ და დიდი შესვენებისთვის შვეიცარიელთა 5-ქულიანი ლიდერობა შენარჩუნდა. ჩვენმა გოგონებმა მე-3 პერიოდში თამაშში გარდატეხა შეიტანეს და 10-წუთეულის 20:9 მოგების შემდეგ, გადამწყვეტი მეოთხედის წინ 6 ქულით გალიდერდნენ.
ბოლო პერიოდში ქართველებმა ლიდეორბა შეინარჩუნეს და B დივიზიონში პირველ გამარჯვებას მიაღწიეს. ჩვენს ნაკრებს 22 ქულით ნატალია ოთხმეზურმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა და ტურნირის ბომბარდირთა შორის პირველი ადგილი გაიმყარა. მას საშუალოდ მატჩში 19.3 ქულა აქვს. შვეიცარიელებთან მატჩში ოთხმეზურთან ერთად სოლიდური სტატისტიკა ჰქონდა ანა ქავთარაძეს, რომელმაც 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 9 აგვისტოს, თბილისის დრით 23:30 საათზე, ნორვეგიასთან გამართავს. ქართველებს 4 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ და ჯგუფიდან ვეღარ გავლენ. ახლა ჩვენი ნაკრების მიზანი, რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა. ნორვეგიასთან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილზე გავა და ჯგუფებში 3-4 ადგილების დამკავებლებთან ერთად ბრძოლას ტურნირის 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს.
GBF.GE