საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის “ბ” დივიზიონი მე–10 ადგილზე დაასრულა
საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონი, რომელშიც 14 ნაკრები მონაწილეობდა, მე–10 ადგილზე დაასრულა. მე–9 ადგილისთვის მატჩში დავით უსტიაშვილის გუნდი რუმინეთს შეხვდა და 50:66 დამარცხდა.
რუმინეთიის გუნდია, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე წლის ივნისში 2 მატჩი მოუგო, 1 კი დათმო. ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, „ბ“ დივიზიონის მე–9 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდნენ, რომელშიც რუმინელებმა უპრობლემოდ იმარჯვეს.
ქართველთაგან ერთადერთი ნათელი წერტილი ბექა ბურჯანაძე გახლდათ, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. მის შემდეგ საუკეთესო შედეგი ნუგზარ აბულაძეს ჰქონდა – მხოლოდდამხოლოდ 5 ქულა.
მაშ ასე, საქართველოს ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში თამაში და მომავალი წლის ზაფხულში კვლავ ანალოგიურ ეშელონში იასპარეზებს.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მე–9 ადგილისთვის. ბოსნია. 20 ივლისი
რუმინეთი 66:50 საქართველო
18:11, 20:18, 13:9, 15:12
საქართველო: ბურჯანაძე (26ქ, 6მ), დარახველიძე, ბოლქვაძე (2), ა. გოგოძე (2ქ), მიქელაძე (2ქ, 3პ), კვანტალიანი (3), ცირეკიძე, აბულაძე (5), სანაძე (2ქ), მირზიაშვილი (8ქ)
gbf.ge