საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაში ასპარეზობა ფინელების განადგურებით დაიწყო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში დღეს ჩაერთო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი აღნიშნული ტურნირის მოქმედი ბრინჯაოს მედალოსანია. 20-წლამდელები გასულ სეზონში ევროპის ლიგის ოთხთა ფინალში გავიდნენ, თუმცა ნახევარფინალი მასპინძელ მოსკოვის „ხიმკისთან“ დაძაბულ ბრძოლაში დათმეს და საბოლოოდ მესამე ადგილი მოიპოვეს.
მატჩის სტატისტიკა: 73:37
2017-19 წლების ევროპის ლიგის გათამაშება დღეს – ლატვისს ქალაქ ვენტსპილსში დაიწყო, სადაც თავი ტურნირი მონაწილეებმა მოიყარეს. საქართველოს ნაკრები პირველ წრეში 5 მატჩს გამართავს, რომელთაგან 1 უკვე დასრულდა. დღეს, დილის საათებში ქართველებმა ფინური კლუბი – „ჰელსინკი როკსი“ გაანადგურეს. ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სკანდინავიელებს 73:37 სძლია.
საქართველოს ნაკრებში 16 ქულით ბომბარდირი გახდა ალექსანდრე ფევაძე, საუკეთესო შედეგი – 14 ქულა და 12 მოხსნა – გიორგი კორსანტიამ დააფიქსირა. 12 ქულა დაგროვდა გიორგი მეცხვარიშვილის ანგარიშზე, ხოლო დავით აფხაზავამ 10 ქულა მოაგროვა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები დღეს – თბილისის დროით 16:30 საათზე, ყაზახურ „ბარსისთან“ გამართავს. ჩვენი ნაკრების პირველი წრის დარჩენილი კალენდარი ასე გამოიყურება:
„ცმოკი-მინსკი“ (ბელარუსი) – საქართველო, 23 სექტემბერი, 11:00
„ვალმეირა“ (ლატვია) – საქართველო, 23 სექტემბერი, 16:30
საქართველო – რუნა (რუსეთი), 24 სექტემბერი, 10:30
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ნიკა ჭიჭვეიშვილი, აკაკი ფიფია, დავით აფხაზავა, გიორგი კუჭავა, ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, ნიკა ჩეჩელაშვილი, ნიკა ლოლიშვილი, გიორგი ჯაფარიძე, ნიკა დარბაიძე, გიორგი კორსანტია, საბა აკობია, ალექსანდრე ფევაძე.
GBF.GE