საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სერბეთსაც მოუგო და აკროპოლისის თასზე გალიდერდა
„აკროპოლისის თასის“ გათამაშების მეორე ტურში საქართველოს მეტოქე საბერძნეთზე მაღალი რეიტინგის მქონე სერბეთი გახლდათ, რომელსაც ილიას ზუროსის გუნდმა ტოლსწორად ეთამაშა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ პერიოდში 10 ქულას აგებდა, გამართული, მიზანმიმართული და დალაგებული თამაშის წყალობით გამარჯვება მოიპოვა – 68:66.
თუკი ვინმემ იფიქრა, რომ სქართველოს ნაკრებს საბენეთთან გაუმართლა, სერბეთთან მოგების შემდეგ ამას გულში აღარ გაივლებს. ევროპული კალათბურთის ტოპ-ნაკრებებს, გუნდებს, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის მოგების, მინიმუმ საპრიზო ადგილების მოპოვების ამბიცია აქვთ, ილიას ზუროსის გუნდმ მართალია, ამხანაგური მატჩები, მგრამ მინც მოუგო. ლიტვასა და საბერძნეთს საქართველომ დღეს სერბეთიც მოიპოვა და ევროპული საკალათბურთო საზოგადოების თვალში აქამდე არნახულ სიმაღლემდე აღზევდა.
შეხვედრა ქართველებმა საბერძნეთთან გუშინდელი მატჩის მსგავსად დაიწყეს. ანუ თავიდან მეტოქემ საკუთარი თამაში მოგვახვია და ხელჩასაჭიდად დაწინაურდა. სერბებმა უპირატესობა როგორც პერიმეტრზე, ისე ფარქვეშ მოიპოვეს. ბოგდან ბოგდანოვიჩის სამქულიანებს ოგნიენ კუზმიჩის ფარქვეშ შედეგიანობა დაერთო, მოედანზე გამოსულმა სერბმა გოლიათმა – ბობან მარიანოვიჩმა კი სამწამიანში ფეხი გაიგდა და სლავები 18:8 დაწინაურდნენ.
საქართველოს ნაკრებმა მეოთხედის მიწურულს დაცვაგაამაგრა, მანუჩრ მარკოიშვილმა და თორნიკე შენგელიამ სამქულიანები ჩააგდეს და პირველ შესვენებაზე საქართველო 5-ქულინი დეფიციტით გავიდა – 15:20. მეორე პერიოდში ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეს აჯობა. გიორგი ცინცაძე ბურთს საიმედოდ ათამაშებდა და კარგ პოზიციაზე გაჰყავდა გიორგი შემადინი, თორნიკე შენგელია… გოგა ბითაძე თამაშში კარგად ჩაერთო, რომელმაც ფარქვეშიდან ორჯერ იხეირა, ბირთებიც მოხსნა და საქართველოს ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი, ტაიმის დასრულებამდე 1.24 წუთით ადრე, მანუჩარ მარკოიშვილის სმქულიანის შემდეგ წინაც გავიდა – 32:31.
პირველი ტაიმი ფრედ – 36:36 დასრულდა, მესამე პერიოდში კი სერბებმა მცირე უპირატესობაა მოიპოვეს და 4-5 ქულიან ლიდერობას ინარჩუნებდნენ. სლავებმა მე-3 პერიოდი 19:14 მოიგეს და მესამე მეოთხედის შემდეგ 55:50 იგებდნენ. თამაში თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო პერიოდს უნდა გადაეწყვიტა. დასკვნით მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა სერბები მცრე უპირატესობას ინარჩუნებდნენ და მესამე პერიოდისგან განსხვავებით ძირითადად 2-3 ქულით ლიდერობდნენ.
მატჩის დასრულებამდე 1.32 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ საჯარიმოს ხაიდან ზუსტი სროლებით ანგარიში გაათანაბრა – 63:63. დაცვაში ჩვენებმა ბურთი მოიპოვეს და დუდა სანაძემ საჯარიმოს ხაზიდან საართველო მეორე მეოთხედის შემდეგ პირველად დააწინაურა – 65:63 დასრულებამდე 1 წუთით ადრე.
საფინალო სირენამდე 53 წამით აადრე ბოგდანოვიჩი საჯარიმოდან ათანაბრებს ანგარიშს. დუდა სანაძემ 36 წამით ადრე ოქროს სამქულიანი ჩააგდო – 68:65. სერბები 1 საჯარიმოს აგდებენ და ჩმორჩენას 2 ქულამდე ამცირებენ, ქართველები კი შეტევაში ბურთს კარგავენ და ევროპული კალათბურთის გრანდებს თამაშის გადასარჩენად 23 წამი რჩებათ. საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა, სერბებმა კი კუთხიდან მოახერხეს პოტენციურად გამარჯვების სამქულიანის სროლა, მაგრამ ვლადიმირ ლუჩიჩის ნატყორცნი არაზუსტი აღმოჩნდა და საქართველომ გაიმარჯვა!
ჩვენს ნაკრებში 21 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია. 10 ქულა დააგროვა დუდა სანაძემ, ხოლო გიორგი ცინცაძემ 9, შერმადინმა კი 8 ქულა მიითვალეს.
საქართველოს ნაკრები 25 აგვისტოს, თბილისის დროით 19:45 საათზე იტალიას შეხვდება. ქართველები აკროპოლისის წარმომადგენლობითი ტურნირის მოგების უმთავრესი კანდიდატები არიან. იტალიამ სერბეთთან 8 ქულით წააგო, ხოლო ბერძნებს დღეს ეთამაშება.
სერბეთი – საქართველო 66:68 (სტატისტიკა)
GBF.GE