საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 90:71 დაამარცხა

თარიღი: აგვისტო 3, 2016

ილიას ზუროსსა და მაიკლ დიქსონს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ერთად აღებულმა საქართველოს ნაკრებმა კი ბრწყინვალედ გახსნა წლევანდელი სეზონი. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება 20 დღის წინ დაიწყო და 2 აგვისტოს, სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში პირველი სპარინგ-მატჩი პორტუგალიასთან გამართა. გუნდმა, რომელმაც 2 წლის წინ, ევროშესარჩევ მატჩში საქართველო სასტიკად ანერვიულა და მხოლოდ ოვერტაიმში, 1 ქულით წააგო, დღეს, სლოვენიაში ქართველების წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. შესანიშნავი თამაშის წყალობით ჩვენმა ნაკრებმა პორტუგალიელები გაანადგურა – 90:71.

ქართველები 26 ქულით იგებდნენ და რომ მოენდომებინათ, ამაზე გაცილებით დიდი სხვაობითაც იმარჯვებდნენ, თუმცა არითმეტიკა და ქულათა სხვაობა ახლა ყველაზე ნაკრებად ადარდებს ილიას ზუროსსა და მის სამწვრთნელო შტაბს. ბერძენმა სპეციალისტმა საქმეში დაინახა იმ მუშაობის ნაყოფი, რაზეც 20 დღეა, სლოვენიაში მუშაობს. დაცვითი და შეტევითი კომბინაციები, კონკრეტულ მოთამაშეთა მიერ აწყობილი ბურთის გათამაშებები და სხვა არაერთი საკალათბურთო მსხვილმან-წვრილმანი ზუროსმა ჩვენი გუნდის წევრებს შეასრულებინა და არცთუ ურიგოდ. საქართველოს ნაკრების წევრებმა ისე დამაჯერებლად ითამაშეს, ისე შეუზღუდეს მეტოე სივრცეები, რომ ერთი პირობა პორტუგალიელებზე გვაფიქრებინეს, ამათმა სამქულიანი სროლების მეტი რამე თუ იციანო.

პირველ ტაიმში, სანამ ქართველები მეტოქეს დაზვერავდნენ და ქმედით საწინააღმდეგო ტაქტიკას აირჩევდნენ, პორტუგალიელებმა პერიმეტრზე გაილაღეს და სამქულიანი სროლებით გადიოდნენ ფონს. ამან ლუზიტანიელებს მხოლოდ პირველ პერიოდში გაუმართლათ, შემდეგ კი ზუროსმა დაცვა გადააწყო, ბიჭებს შესაბამისი დავალებები მისცა და შედეგიც მოიმკა. თუკი საწყისი 10-წუთეული მხოლოდ 2 ქულით მოიგეს, მეორე პერიოდში ქართველების უპირატესობა აშკარა იყო და ეს ანგარიშშიც სწრაფად აისახა. მეორე მეოთხედი 22:13 მოვიგეთ, ხოლო მესამეში თამაშის ბედი გაირკვა. ზუროსის გუნდის უპირატესობამ 26 ქულას მიაღწია და დამშვიდებულ გულზე ბერძენ მწვრთნელს სხვა ტაქტიკა-სისტემების დამუშავების საშუალება, ასევე ნაკრების ახალბედების გამოცდის საშუალება მიეცა.

სასტარტო ხუთეულში 2 ნომინალური გამთამაშებელი იყო – გიორგი ცინცაძე და მაიკლ დიქსონი, თუმცა ამერიკელი ლეგიონერი უფრო ფრთაზე იყო გაწეული და მსროლელის ფუნქციებს ასრულებდა. ცინცაძე კი, როგორც სჩვევია, მახვილგონივრულად უძღვებოდა ჩვენი ნაკრების კომბინაციებს და შანსი რომ მიეცემოდა, თავადაც აგვირგვინებდა შეტევებს. ვიქტორ სანიკიძე, რომელიც აქამდე უფრო ფარისკენ იწევდა და თავდამსხმელს პოზიციას უმაგრებდა, წმინდა 3 ნომრად ჩამოყალიბდა. მისი ზუსტი შორი სროლები ნებისმიერი ნაკრებისთვის დიდი პრობლემა იქნება. სანიკიძე ფარზე მუშაობით უწინდელივით აღარ იტვირთებოდა, რაკი სამწამიან ზონას სრული დომინანტები ჰყავდა თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის სახით. შენგელია ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო, შერმადინი კი ტაქტიკური თვალსაზრისით უდიდეს სამუშაოს ასრულბდა – მეტოქის დამცველთა ყურადღების მიქცევით შენგელიას და პერიმეტრზე დადარაჯებულ სხვა მოთამაშეებს უთავისუფლებდა ასპარეზს.

შესანიშნავად ჩაერთო თამაშში დუდა სანაძემ, რომელმაც ყველა ის კომპონენტი შეასრულა, რასაც მისგან მწვრთნელები ითხოვენ. სანაძეს რომ სამქულიანების სროლასა და სწრაფ შეტევებში წუნი არ დაედება, ვიცით და ახლა მისგან უწინდელზე მეტი დაცვითი შემართება ვიხილეთ, რაც მას მეტოქეთათვის ერთიორად საშიშ მოთამაშედ აქცევს. მისი 21 წუთში მითვლილი 14 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა გვარიანი წილი იყო საქართველოს გამარჯვებაში. სანაძის დარად, 14 ქულა მიითვალა შერმადინმა.

ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა 18 ქულით, ხოლო სანიკიძემ საკუთარი ნომრის ოდენი 13 ქულა მიითვალა. ძალიან სარგებლიანები იყვნენ სასტარტო უკანახაზელები – გიორგი ცინცაძემ პირველ ტაიმში მოგროვებულ 7 ქულას აღარაფერი შემატა, სამაგიეროდ პასების გრაფაში 10 ერთეული ჩაიწერა. შესნიშნავი დებიუტი მოიწყო დიქსონმა, რომელმაც 11 ქულა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და 3 მოხსნა ისე მოაგროვა, ბურთი ერთადერთხელ დაკარგა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მწვრთნელების მოლაპარაკებით, 5-წუთიანი პერიოდი გაიმართა, რომელიც ილიას ზუროსმა ძირითადად ახალბედებს დაუთმო. ლუკა ზაქრაძე, კახა ჯინჭარაძე, და გიგი გოგობერიშვილი – ამ ახალბედებს ზუროსმა გიორგი შარაბიძე და ბექა ბექაური დაამატა, რომლებიც პორტუგალიელთა სათადარიგოებს დაუპირისპირდნენ. ქართველებმა არც ამ მოკლე ტაიმში დაუთმეს მეტოქეს არაფერი. ჯინჭარაძის, გოგობერიშვილის, ბექაურის, ზაქრაძისა და შარაბიძის ქულებით ქართველებმა მცირე უპირატესობით იმარჯვეს, თუმცა მთავარი ისაა, რაც ზუროსმა ახალბედების თამაშში დაინახა.

საქართველოს ნაკრები ხვალ მსუბუქად ივარჯიშებს და 4 აგვისტოს, დილას, მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 5 აგვისტოს ბელარუსს, 6-ში კი რუსეთს დაუპირისპირდება.

იურიცა გოლემაცი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):

– ეს იყო ახალი სისტემის, ახალი მწვრთნელის პირველი მატჩი და შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. როგორც აქამდე ითქვა, განსაკუთრებით დაცვაში შეიცვალა ბევრი რამ და ვფიქრობ, კალათბურთელები კარგად იაზრებენ, რას ითხოვენ მწვრთნელები. ცხადია, შეცდომებიც იყო, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ ეს გახლდათ ჩვენი პირველი მატჩი მიმდინარე სეზონში. თამაშიდან თამაშამდე შეცდომების რაოდენობა უნდა შევამციროთ. – პორტუგალიასთან მატჩმაც დაგვანახა, რომ კალათბურთელები ფიზიკურად თავს კარგად გრძნობენ, რადგან აქამდე დიდი დრო დავუთმეთ ფიზიკურ მომზადებას. – მეტოქემ ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდო, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო, ვინაიდან პორტუგალიელებმა ეს თამაშის დასაწყისში გააკეთეს. შემდეგ, მწვრთნელთა მითითებისა და ჩვენი კალათბურთელების გააზრებული მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგეს შორეული ტყორცნების თავისუფლად შესრულების საშუალება აღარ მისცემია. – წინ კიდევ უფრო რთული მატჩები გველის. მიმაჩნია, რომ რუსეთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და სწორედ მოსკოვში, მასპინძლებთან და ბელარუსებთან მატჩში გამოჩნდება სად ვართ დღეს. რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრის მოგება გვსურს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე მაინც თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა.

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა