საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს მაკედონიაში 83:71 მოუგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მაკედონიაში, ოჰრიდის საერთაშორისო ტურნირის გახსნის მატჩში რუმინეთის ნაკრებს 12 ქულის სხვაობით – 83:71 სძლია. საართველოს ნაკრებითვის ეს ტურნირი მოსამზადებელ ხასიათს ატარებს, რომელსაც მწვრთნელი ნაკრების კანდიდატთა გამოაცდელად იყენებს.
იგორ კოკოშკოვმა დღევანდელ მატჩი მიხეილ ბერიშვილის გარდა ყველა მოთამაშე გამოსცადა. კალათბურთელებმა საკუთარი შესაძებლობები შეძლებისდაგვარად გამოავლინეს. კარგად ითამაშეს ნაკრების სამარქაფო მოთამაშეებმა – ნიკა მეტრეველმა (ძირითად ხუთეულში ითამაშა), დუდა სანაძემ, ბესო ლეჟავამ, გიორგი შარაბიძემ.
რაც შეეხება ნაკრების ძირითად მოთამაშეებს – ზაზა ფაჩულიამ, გიორგი ცინძაძემ, ვიქტორ სანიკიძემ, ლევან ფაცაციამ – ასევე შედეგიანად ითამაშეს. შედეგად ქართველებმა საკმაოდ ილად სძლიეს რუმინელებს.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ხვალ, 17 ივლისს გამართვს. თბილისის დროით, 20:00 საათზე, კოკოშკოვის გუნდი ავსტრიას დაუპირისპირდება.
ოჰრიდის საერთაშორისო ტურნირი. მაკედონია. 16 ივლისი
საქართველო 83:71 რუმინეთი
18:14, 25:13, 25:22, 15:22
საქართველო: ცინცაძე (25წ, 12ქ, 7პ), ფაცაცია (18წ, 8ქ, 4მ), სანიკიძე (26წ, 10ქ, 7მ, 3ჩ), მეტრეველი (30წ, 12ქ, 6მ), ფაჩულია (20წ, 12ქ, 5მ); შარაბიძე (20წ, 12ქ, 7მ), ფხაკაძე (15წ), სანაძე (16წ, 7ქ), ფარღალავა (4წ), დვალიშვილი (10წ, 2ქ), ლეჟავა (16წ, 8ქ)
სრული სტატისტიკა:http://www.fibalivestats.com/matches/8416/12/26/59/13c8nWhpBJwDk/
GBF.GE