საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბელარუსიც დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსკოვის ოქლში ბელარუსი დაამარცხა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ქართველებმა მოსკოვის სამთა ტურნირი გამარჯვებით გახსნეს. საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად ითამაშა ბელარუსის წინააღმდეგ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 86:74.
სხვაობა 12-ქულიანია, თუმცა ამხანაგურ მატჩში სხვაობას პირობითი მნიშვნელობა აქვს. ახალი, ბერძენი მწვრთნელისთვის ეს გახლდათ მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებში და უპირველესი, რასაც ზუროსი ეშურება, გუნდის თავისებურ სათამაშო სტილზე აწყობაა. ბელარუსებთან მატჩი ამ მხრივ ზედგამოჭრილი იყო. ბერძენმა მწვრთნელმა ნაკრების წევრებს სხვადასხვა სახის ტაქტიკა გამოაცდევინა – კომბინაციები, დაცვითი სისტემები, პრესინგი და მრავალი სხვა, რაც ჩვენს ნაკრებს მომავალ საკვალიფიკაციო მატჩებში უნდა გამოადგეთ. მანამდე კი კიდევ 8 ამხანაგური მატჩია.
რაც შეეხება ბელარუსთან მატჩის პერიპეტიობს, იყო შეცდომები, განსაკუთრებით შეტევაში. ქართველებმა მეტოქის ნახევარზე ბარე 10 ჯარიმა მიიღეს და შესაბამისად ამდენი შეტევა გაუფუჭდათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს არ გასჭირვებია და მე-3 მეოთხედის ბოლო 21 ქულას იგებდა.
შესანიშნავად ითამაშა ყველამ, ვინც მოედანზე გამოვიდა. გამარჯვებაში ყველამ თავისი წილი დაიდო – ზოგმა მეტი, ზოგმა ნაკლები. ბომბარდირი ამერიკელი მაიკლ დიქსონი გახდა 24 ქულით, რომელმაც შესაშური მიზი გამოავინა და 6-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. გარდა ამისა, მან 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. დიქსონთან ერთად 10-ქულიანი ქღვარი დაძლიეს თორნიკე შენგელიამ (17 ქულა), ვიქტორ სანიკიძემ (13) და დუდა სანაძემ.
საქართველოს ნაკრები ტურნირის მეორე და უკანასკნელ მატჩს მასპინძელ რუსეთთან გამართავს. რუსებმა ბელარუსები 53 ქულით დაამარცხეს და შესაბამისად ქართველებთან დაპირისპირებას ფინალის ტოლფასი მნიშვნელობა აქვს.
რუსეთისა და საქართველოს მატჩი “ხიმკის“ დარბაზში 6 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება.