საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-ს 3X3 მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა

თარიღი: თებერვალი 26, 2014

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 3X3 კალათბურთის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული ფედერაციები მათი აქტივობის მიხედვით არიან კლასიფიცირებულნი. საქართველოს ფედერაციამ წინა რეიტინგთად შედარებით წინ 16 საფეხურით წაიწია და დღესდღეობით მე-20 ადგილზეა.

ფედერაციების რეიტინგი აქტივობით განისაზღვრება. რაც უფრო მეტ ფიბა-ს ეგიდის ტურნირს ჩაატარებს და რაც უფრო მეტი კალათბურთელი მიიღებს მასში მონაწილეობას, მით უფრო დიდია კონკრეტული ფედერაციის რეიტინგი. საქართველომ ამ მხრივ გასულ წელს დიდი ნაბიჯები გადადგა და გაცილებით მეტი აქტივობა იგეგმება 2014-ში.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფიბა-ს სტანტარტის 2 მოედანი შეიძინა და ზაფხულში 3X3 კალათბურთში პირველ ეროვნულ ჩემპიონატს ჩაატარებს. ტურნირი მთელს საქართველოს მოიცავს – პირველ ეტაპზე გამოვლინდება ყველა რეგიონის საუკეთსო გუნდი, რის შემდეგაც თბილისში ფინალური ტურნირი ჩატარდება, სადაც რეგიონალურ ეტაპებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან.

გადაწყვეტილია ეროვნული ნაკრების შეკრებაც, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და წარმატების შემთხვევაში იმ ფინალურ ეტაპზე გავა, რომელსაც მომავალ სექტემბერში რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, მასში მონაწილეობა სწორედ აქ წარმოდგენილი რეიტინგით განისაზღვრება. სადღეისო მონაცემებით, საქართველოს მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობის უფლება ეკუთვნის, თუმცა აღნიშნული ჩემპიონატისთვის ადგილები გასული წლის რეიტინგით შეივსო, როცა საქართველო საუკეთესო 24-ეულში არ შედიოდა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 3X3 კალათბურთში ისეთი ქვეყნის ფედერაციებს უსწრებს, როგორებიც არიან ესპანეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი… იმ ღონისძიებათა განხორციელების შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 3X3 კალათბურთში წელს აქვს დაგეგმილი, ჩვენი ფედერაციის ადგილი ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვნად ამაღლდება.

gbf.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა