საქართველოს ნაკრები მერიის თასს დაეუფლა
დღეს, სპორტის სასახლეში მერიის თასის ბოლო შეხვედრები გაიმართა. პირველი მატჩის შემდეგ, სადაც დიდმა ბრიტანეთმა მოლდოვას 92-43 მოუგო, თბილისის მთავარი სპორტული დარბაზის პარკეტზე მერიის თასის ფავორიტები, საქართველოს და ბელორუსის ნაკრებები გამოვიდნენ.
მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ბესო ლეჟავამ დებიუტში ორი სამიანის ჩაგდება მოახერხა, თუმცა ბელორუსებმა გაიბრძოლეს და წინ გასვლაც მოახერხეს, რის შემდეგაც კოკოშკოვის შეგირდებმა მეტოქე ფიზიკურად დაჯაბნეს და საჯარიმოებით მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ცინცაძე-მეტრეველის შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრები წინ გაიჭრა და მეოთხედი მინიმალური სხვაობით – 18:17 მოიგო .
მეორე პერიოდი სტურმების იყო. მართალია, ფაჩულია და ბურჯანაძე ცდილობდნენ უპირატესობის შენარჩნებას, თუმცა ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით ბელორუსები დიდი შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
გარტამტეხი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა. სტუმრებმა 10 წუთში მხოლოდ 9 ქულის ჩაგდება მოახერხეს. საქართველოს ნაკრებმ კი ძირითადად შენგელიას კარგი თამაშის წყალობით დაწინაურება მოახერხა და დასკვნითი მეოთხედის წინ 10-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, რომლის შენარჩუნება მატჩის ბოლომდე არ გაუჭირდა.
ბელორუსის ნაკრებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომლის მონაგარი 21 ქულას შეადგენდა. სტუმრებიდან ტრადიციულად ყველაზე შედეგიანი ლიუტიჩი გახდა (15 ქულა).
10 აგვისტოდან ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას. საქართველოს პირველ ტურში ჩეხეთის გუნდი ეწვევა.
საქართველო 76-66 ბელორუსი
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები