საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
16 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში საბერძნეთს დაუპირისპირდა.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო და პირველი მეოთხედი 30:17 მოიგო. მეორე მეოთხედში საქართველოს 17-ქულიანი უპირატესობაც კი ჰქონდა, თუმცა ბერძნებმა ის ოთხამდე დაიყვანეს. მეოთხედის მიწურულს ზუროსის გუნდი ისევ გააქტიურდა და საბოლოოდ, შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 49:38.
ბერძნებმა მესამე მეოთედი კარგად დაიწყეს და საქართველოს ნაკრების 11-ქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა შეძლეს და ერთი ქულით წინ გასვლას შეძლეს. სტუმრებმა მესამე მეოთხედი 27:15 მოიგეს. ბოლო მეოთხედი ძალიან დაძაბულად წარიმართა. საქართველოს ნაკრები მატჩი დასრულებამდე ორი წუთით ადრე წინ ხუთი ქულით იყო, მაგრამ ბერძნებმა მატჩის ბედი ბოლო წამს გადაწყვიტეს და შეხვედრა მოიგეს.