საქართველოს ნაკრების სამი წევრი ევროლიგაზე!

თარიღი: სექტემბერი 29, 2014

2014-2015  წლების  სეზონში,  ევროლიგაზე საქართველოს სამი წარმომადგენელი ეყოლება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვიქტორ სანიკიძის ყაზანის უნიქსმა საკვალიფიკაციო ბადე დასძლია და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

უნიქსი ვიქტორ სანიკიძე

ევროსეზონი, ქართველი ლეგიონერებიდან ყველაზე ადრე ვიკტორ სანიკიძის უნიქსისთვის გაიხსნა.

შარშან ყაზანის გუნდს ორი შანსი ჰქონდა, რომ ევროლიგის საგზური მოეპოვებინა, ან ვთბ-ლიგის ფინალში უნდა გასულიყო ან რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირი ევროთასი უნდა მოეგო.უნიქსმა ვერცერთი დაკისრებული მისია ვერ შეასრულა გასულ სეზონში და წელს სწორედ ამიტომ მოუწია საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა ევროლიგაზე,რომ ჯგუფური ეტაპის საგზური მოეპოვებინა. თავიდან,რომ დავიწყოთ უნდა ვთქვათ,რომ გუნდში წელს დიდი ცვლილებები მოხდა. შარშანდელი სეზონით უკმაყოფილო გუნდის ხემძღვანელობამ, ფაქტობრივად მთელი გუნდი შეცვალა,შარშანდელი გუნდიდან წელს,წამყვანი მოთამაშეებიდან მხოლოდ ორი, ბერძნები, კოსტას კაიმაკოღლუ და ნიკოს ზიზისი დარჩნენ.როგორც სჩანს, უარყოფითად შეფასდა ასევე იტალიელი სპეციალისტის ანდრეა ტრინჩიერის მუშაობა და ის ათენის პანათინაიკოსის ყოფილმა თავკაცმა არგირის პედულაკისმა ჩაანაცვლა.მიუხედავად იმისა,რომ გუნდმა ვერ შეინარჩუნა შარშანდელი გუნდის ლიდერი ენდრიუ გაუდლოკი(  მომავალ სეზონში ფენერბაჰჩეში ითამაშებს) ვერ ვიტყვით, რომ გუნდი დასუსტდა. პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ,რომ წელს ყაზანის გუნდი გაცილებით ძლიერი იქნება,ყოველ შემთხვევაში ახალწვეული მოთამაშეების კლასი, ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.ქერთის ჯერელსი, ქით ლენგფორდი, ვიკტორ სანიკიძე, დორ ფიშერი და მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ნახტომის მქონე ჯეიმს უაითი.კით ლენგფორდი გასულ ევროლიგაზე ერთერთი საუკეთესო გახლდათ იტალიური მილანის შემადგნელობაში,ასევე იტალიურ მილანში გამოდიოდა ქერთის ჯერელსი.ისრაელის ნაკრების ცენტრი დორ ფიშერი კი გასულ სეზონში ორ გუნდში დონეცკში და ბროზე ბასკეთში ითამაშა,წლების წინ ის ევროპის გრანდში თელავივის მაკაბიშიც თამაშობდა, სხვათა შორის შარშანდელი სეზონის ბოლოს მის მიმართ ინტერესს ბარსელონაც იჩენდა.რაც შეეხება ჯეიმს უაითს ის იტალიური რეჯიო ემილიას ლიდერი გახლდათ გასულ სეზონში და რანგით მესამე საკლუბო ტურნირი ევროჩელენჯის გათამაშება მოიგო ამ გუნდთან ერთად.ასევე აღსანიშნავია კოსტას კაიმაღლოს შენარჩუნებაც, რომლის მიმართ ინტერეს მოსკოვის არმიელები იჩენდნენ.და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიკტორ სანიკიძე,მან ესპანურ სარაგოსაში გატარებული, შარშანდელი კარგი სეზონის შემდეგ მიიქცია უნიქსის ყურადღება,მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა ასევე ესპანურ უნიკახასაც,მაგრამ მალაგას გუნდმა ბოლოს თავისი არჩევანი ამერიკელი ქალებ გრინის სასარგებლოდ გააკეთა. რაც შეეხება სეზონის სტარტს,ის უნიქსისთვის იმაზე მეტად მძიმე აღმოჩნდა, ალბათ  ბევრი რომ არ ფიქრობდა.განვილი სამი თამაშიდან,არცერთი თამაში არ აღმოჩნდა ადვილი გასეირნება მათთვის. პირველ მატჩში სძლიეს პოლონურ ზელენა გორას 90-86 მეორე შეხვედრაში იერუსალიმის ჰაპოელს 82-71 სადაც კარგა ხანს ჩამორჩებოდნენ მეტოქეს. და გადამწყვეტ ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგულ ასველს 88-79 სადაც მესამე მეოთხედის დასაწყისში 19 ქულით მარცხდებოდნენ! მოკლედ, ბევრისთვის მოულოდნელად სეზონის დასაწყისი ცოტა მძიმე იყო,მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რომ სეზონის სტარტზე ფაქტიურად შეუძლებელია საუკეთესო თამაშის ჩვენება და თან იმის ფონზე,როდესაც გუნდში ამდენი ახალი მოთამაშე და ახალი მწვრთნელია. რაც შეეხება პირადად სანიკიძის სტატისტიკას  ყველაზე შედეგიანი პირველი მატჩი იყო ვიკტორისთვის პოლონეთის ვიცე-ჩემპიონთან,სადაც მან 20 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა 2 დაფარება და 3 დაკარგვა მიითვალა.მეორე შეხვედრაში ჰაპოელთან,ასვე 20 წუთში შედერებით ნაკლები შედეგიანობით გამოირჩა 6 ქულა 6 მოხსნა და 1 დაკარგვა. ფინალურ მატჩში კი ყველაზე ნაკლები 13 წუთი მიიღო,სადაც 5 ქულა, 4 მოხსნა,ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაკარგვა ჰქონდა. წინ გრძელი სეზონია,უნიქსი კი შემდეგ  გუნდებთან ერთად  ითამაშებს ეი ჯგუფში. უნიქსი,ეფესი,სასარი,ნიჟნი ნოვგოროდი, მადრიდის რეალი და ჟალგირისი. ამ ჯგუფიდან გასვლა კი ალბათ პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს ყაზანელთათვის  ამ სეზონში.

 

მოსკოვის ცსკა მანუჩარ მარკოიშვილი

თუ ვიქტორ სანიკიძის უნიქსისთვის, მთავარი ღირსეულად გამოსვლაა ევროლიგაზე, მანუჩარ მარკოიშვილის გუნდისთვის უბრალოდ ღირსეული გასვლა ევროლიგაზე არაფერს ნიშნავს.მ ისი გუნდისგან, ყველა მისი გულშემატკივარი ტიტულის მოგებას ელოდება, რასაც უკვე წლებია ვერ ახერხებენ არმიელები.             მოსკოვის ცეესკას შემადგნობაში, უნიქსისგან განსხვავებით წელს ძალიან დიდი ცვლილებები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ნენად კრსტიჩის გადაბარგებას თურქულ ანადოლუ ეფესში და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეტორე მესინას, დიმიტრის იტუდისითი შეცვლას. უნდა ვთქვათ, რომ მაინდამაინც ჩვეულ დონეზე უკანასკნელი ორი სეზონი ვერ ჩაატარა კრსტიჩმა არმიელთა მაისურით.ასევე გუნდიდან წავიდნენ პარგო და მიჩოვი. ჯერემი პარგოს გუნდიდან წასვლა ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი, მან აბსოლუტურად ვერ გაამართლა გასულ სეზონში ის ავანსები, რაც მესინამ მასზე გასცა. ვლადო მიჩოვი კი როგორც სჩანს დიმიტრის იტუდის აღარ დასჭირდა. ასევე ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებით იაქტიურეს არმიელებმა სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით.გუნდის ახალწვეულები ჯერჯერობით ნანდო დეკოლო,მანუჩარ მარკოიშვილი დემეტრის ნიკოლსი და პაველ კორობკოვი გახდნენ.ხსენებული ახალწვეულებიდან ალბათ დეკოლო და მანუჩარი უნდა ვახსენოდ პირველ რიგში.დეკოლომ მას შემდეგ გადაწყვიტა ევროპაში დაბრუნება, რაც სანანტონიოში და ტორონტოში,უმძიმეს კონკურენციაში ადგილი ვერ მოიპოვა, როგორც ჩანს არმიელთა გუნდის თავკაცები თავის გუნდში ხედავენ მის ადგილს.მანუჩარს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა გალათასარაეში, მიხედავად მძიმე ტრავმისა, კორობკოვი კი შარშანდელი სეზონის აღმოჩენის ნიჟნი ნოვგოროდის ერთერთი ლიდერი გახლდათ,რომელიც ვითიბი ლიგის ფინალში და ევროთასის ნახევარფინალში გავიდა.კორობკოვს ძალიან გაუჭირდება დამკვიდრება გუნდში,სავარუდოთ არმიელები დაიმატებენ ცენტრს,რომლის ძიებაშიც ეხლა არიან და ძნელად სავარაუდოა,რომ კორობკოვი გახდეს საშა კაუნის პირველი შემცვლელი. რაც შეეხება დემეტრის ნიკოლს, მისი აყვანა კი ცოტა მოულოდნელი იყო გასულ სეზონში ის ნამდვილად არ ბრწყინავდა რუსულ კრასნი-კრილიაში.ყველაზე მთავარი რაც არის რუსული კლუბისთვის,ეს არის ლიდერების შენარჩუნება და სავარაუდოთ ეს ასეც იქნება,თეოდოშიჩი და უიმსი ისევ ცესსკას ღირსებას დაიცავენ მომავალ სეზონშიც. ასევე შარშანდელი სეზონიდან კვლავ არმიელთა ღირსებას დაიცავენ ჯექსონი,ჰაინსი,ვორონცევიჩი,ფრიდზონი და კაუნი. რაც შეეხება მანუჩარს,ის ჯერჯერობით ძალიან გვახარებს წინასასეზონო მატჩებში,მაგრამ დაველოდოთ სეზონის დაწყებას და ვნახოთ რა როლი ექნება მანუჩარს იტუდისის გუნდში ამხანაგური მატჩები ვერაფერს  გვეტყვის, თუმცა ფაქტია,რომ დიმიტრის იტუდისმა კარგად იცის მანუჩარის შესაძლებლობები, ის შარშან მანუჩარის გალათასარაის კონკურენტ გუნდს ბანვიტს წვრთნიდა და სწორედ მარკოიშვილის კარგმა თამაშმა დაამარცხებინა ბანვიტი გალათასარაის. და ბოლოს მოსკოვის ცეესკას მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ბი ჯგუფში,ალბა,ცედევიტა, ლიმოჟი,მაკაბი და უნიკახა იქნებიან. ერთი შეხედვით ეს ჯგუფი ყველაზე სუსტია და არ უნდა გაუჭირდეთ მოსკოველებს პირველი ადგილის დაკავება.

 

ფენერბაჰჩე რიკი ჰიკმენი

შარშანდელი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ მრისხანე ჟელკო ობრადოვიჩს მოუწია დასკვნების გაკეთება და წლევანდელ სეზონს თურქული გრანდი კვლავ დიდი ამბიციებით ხვდება.გუნდის შემადგენლობა წელს,შარშანდელისგან განსხვავებით ბუნებრივია შეიცვალა. მნიშვნელოვან დანაკლისად შეიძლება მივიჩნიოდ,ბოიან ბოგდანოვიჩის წასვლა (ხორვატმა ბრუკლინს მიაშურა) იტალიურ მილანში გადაბარგდა, შარშანდელი ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ლინას კლეიზა (5 მილიონი დოლარი სეზონში), მაგრამ ვერ ვიტყვით ნამდვილად,რომ ამით წააგო ფენერმა,პირიქით რა თამაშსაც კლეიზა აჩვენებდა ხსენებულ თანხად ნამდვილად არ ღირდა,უფრო მეტიც, შორს იყო.ვრცელდება ხმები,რომ ფენერს ევრპული კალათბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი ბო მაკალებიც დატოვებს,მაგრამ კლეიზას მსგავსად უნდა აღინიშნოს,რომ მაინდამაინც ვერც მაკედონიის ნაკრების ლიდერმა ჩაატარა კარგი სეზონი.შევსება კი სოლიდური მიიღო თურქულმა გრანდმა. ფენერბაჰჩეში წელს ითამაშებენ, ალაბათ ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა ბოგდან ბოგდანვიჩი,რომელიც წლევანდელ ნბას დრაფტზე პირველ რაუნდში აირჩიეს, შარშან კი ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა ბელგრადის პარტიზანის შემადგენლობაში.ასევე შარშანდელი ვითიბი-ლიგის და ევროთასის ერთერთი საუკეთესო კალათბურთელი ენდრიუ გაუდლოკი, რიკი ჰიკმენი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა შარშან მაკაბის გაჩემპიონებაში და ჩეხეთის ნაკრების ვარსკვლავი იან ვესელი,რომელიც ვაშინგტონში და დენვერში არცთუ ისე წარმატებული ორი სეზონის შემდეგ ევროპაში ბრუნდება.სავარუდოთ კვლავ ფენერბაჰჩეში ითამაშებენ,თურქული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი კენან სიპაჰი და თურქეთის ნაკრების ერთერთი ლიდერი ემირ პრელზიჩი. ერთი რამის თქმა გადაჭრით შეგვიძლია, რომ ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანი გუნდის ერთერთი ლიდერი იქნება, ეს უდავოა. დანარჩენს სეზონი  გვაჩვენებს.

თორნიკე შენგელია ბასკონია

უკვე  წლებია  ბასკონია  დიდების  დაბრუნებას  ამაოდ  ცდილობს. გუნდის  ცუდმა მენეჯმენტმა, არასწორმა  მართვამ, ერთ  დროს  ევროპული  კალათბურთის გრანდი, დღეს ევროლიგის  საშუალო  დონის  გუნდათ  აქცია. ბოლო წლებში დამკვიდრებული  ტრადიცია  არც  წელს  დაირღვა, ბასკონია  წელსაც  შეელია თავის  რამოდენიმე  ლიდერს  შარშანდელი  გუნდიდან. შარშანდელი  გუნდის, უდავო  ლიდერები  ტიბორ პლაისი  და  ანდრეას  ნოჩიონი  ესპანურ გრანდებში გადავიდნენ, ბარსელონაში  და  რეალში  შესაბამისად. შარშანდელი  სეზონი ყველაზე  მძიმე, კატასტროფული  გამოდგა  გუნდისთვის, ერთადერთი  ვისი გამოყოფაც  შეგვეძლო  შარშანდელი  სეზონიდან  ამ  გუნდში, სწორედ  ხსენებული ორი  მოთამაშე  გახლდათ. დადებითად  შეგვიძლია  ის  მივიჩნიოდ, რომ  გუნდმა შეინარჩუნა ,ფერნანდო  სან-ემეტერიო  და  ტომას  ჰუერტელი, რომელმაც შესანიშნავი  მსოფლიო  ჩემპიონატი  ჩაატარა  და  დიდი  დახმარება  გაუწია საფრანგეთის  ნაკრებს, ბრინჯაოს  მედლის  მოპოვებაში.   რაც  შეეხება ახალწვეულებს, გუნდში  ძალიან  ბევრი  ახალწვეულია,მთავარი  მწვრთნელის ჩათვლით  და  ფაქტიურად  იტალიელ  სპეციალისტს  მარკო  კრესპის  ნულიდან მოუწევს  გუნდის  ჩამოყალიბება. დორონ  პერკინსი, დევის ბერტანსი, ორლანდო ჯონსონი, კიმ ტილი, თორნიკე შენგელია, რაიან გომესი და კოლტონ აივერსონი. აქედან  სამი  მათგანი შარშან  ნაციონალურ საკალათბურთო  ასოციაციაში გამოდიოდა. თორნიკე შენგელიას ბრუკლინში და ჩიკაგოში თამაში ფაქტიურად არ უწევდა, ორლანდო ჯონსონს კი ინდიანაში. რაიან გომეს რაც შეეხება, მართალია მან ბოლო სეზონი ოკლაჰომაში ჩაატარა, სადაც მოკრძალებული 1.2ქ ჰქონდა  საშუალოდ თამაშში, მაგრამ ერთ დროს, რამოდენიმე წლის წინ,ის მინესოტა ტიმბერვულვზის ვარსკვლავი გახლდათ. ასე რომ მას  ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშის,ხსენებული სამეულიდან. შეუძლებელია  გულშემატკივრებს, რომლებიც თვალს ადევნებენ ევროლიგას არ ახსოვდეთ დორონ პერკინსის ბრწყინვალე თამაში, თელ-ავივის მაკაბის შემადგენლობაში, რამოდენიმე წლის წინათ. მაშინდელ მაკაბიში და საერთოდ ევროლიგაში, პერკინსი ერთერთი საუკეთესო იყო.. მაგრამ  იმის  შემდეგ საკმაო დრო გავიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეს პერკინსი,მაშინდელი პერკინსის მხოლოდ აჩრდილია.რაც  შეეხება კოლტონ აივერსონს და კიმ ტილის, კოლტონ აივერსონისთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ მეორე სეზონია პროფესიონალურ კალათბურთში, ის კოლორადოს უნივერსიტეტში შესანიშნავი თამაშის შემდეგ დრაფტზეც მოხვდა და დღეს მისი უფლებები ბოსტონ სელტიკს ეკუთვნის.პირველი სეზონი კი პროფესიონალურ კალათბურთში თურქული ბეშიქთაშის შემადგენლობაში გააატარა,სადაც საშუალოდ 6.2 ქულა და 4.3 მოხსნა ჰქონდა თურქეთის ჩემპიონატში.ფრანგმა კიმ ტილიმ კი შარშანდელი სეზონიც ესპანეთში გაატარა, მან მურსიაში საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც დააინტერესა კახალაბორალი,სხვათაშორის აივერსონის მსგავსად კიმ ტილიც თამაშობდა სტუდენტურ ლიგაში,ის იუტას უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა. გუნდის ერთერთი ყველაზე კარგი შენაძენი, უდავოდ დევის ბერტანშია, ახალგაზრდა ლატვიელი, თავის ასაკში ევროპაში ერთერთ საუკეთესოდ ითვლება,ის დრაფტზე 2011 წელს აირჩიეს მეორე რაუნდში და მისი უფლებები ინდიანა პეისერს ეკუთვნის. შარშანდელი სეზონი კი ბელგრადის პარტიზანში ჩაატარა, მაგრამ დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა.                                                                                     კახალაბორალმა ამ შემადგენლობით, სადებიუტო მატჩი,ესპანეთის სუპერ თასზე გამართა ბარსელონას წინააღმდეგ, სადაც  უშანსოდ 66-95  განადგურდა, რაც  იმაზე მიუთითებს, რომ გუნდის  წლევანდელი სელექციაც ძალიან რისკიანი იყო და არ არის ფაქტი,რომ ახალი მოთამაშეები გაამართლებენ.უნდა ავღნიშნოდ, რომ სუპერ  თასზე არ უთამაშია  თორნიკე შენგელიას, რომელიც  ტრავმირებულია და სეზონის სტარტზე  გუნდს ვერ ეხმარება. ძალიან საწუხაროა  თორნიკეს დასანანი ტრავმა და ის,რომ გუნდს თავიდანვე ვერ ეხმარება. თავიდანვე თამაში, მას გაუადვილებდა ადაპტაციას გუნდთან. არ შეიძლება არ ვთქვათ, ახალ მთავარ მწვრთნელზე მარკო კრესპიზე. მარკო კრესპიმ, ასევე იტალიელი  სპეციალისტი  სერჟიო სკარიოლო  შეცვალა, რომელმაც ძალიან ცუდათ იმუშავა შარშანდელ სეზონში. რაც შეეხება თავად კრესპის, ის სიენას მონტეპასკის  წვრთნიდა  შარშანდელ სეზონში, რომელიც  იტალიის  ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა მილანთან მძიმე ბრძოლაში. მანამდე კი წლების მანძილზე, ასევე მონტეპასკიში, სიმონე პიანიჯიანის ასისტენტი იყო. დრო გვაჩვენებს რა გამოუვა კრესპის ბასკონიაში,  ფაქტია, რომ მას უმძიმესი სამუშაო ხვდება. ბასკონია ევროლიგის  დ ჯგუფში შემდეგ  გუნდებთან ითამაშებს. ცრვენა-ზევზდა, გალათასარაი, ნეპტუნასი, ოლიმპიაკოსი და ვალენსია.



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა