საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა
თბილისის სპორტის სასახლეში მერიის თასის მეორე ტურის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დიდი ბრიტანეთის გუნდს დაუპირისპირდა. პირველ ტურთან შედარებით საქართველოს ნაკრებში მეტად დაიტვირთნენ გუნდის ლიდერები, რაც სავსებით ლოგიკური იყო. ვინაიდან კოკოშკოვის გუნდს მოლდოვაზე გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდა. მატჩის პირველი წუთები თანაბარ, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. სადებიუტო 4 წუთში გუნდებს მხოლოდ 2-2 ქულა ჰქონდათ საკუთარ აქტივში.
ბრიტანელები ძირითადად პერიმეტრიდან ცდილობდნენ ქულების მოპოვებას. სამქულიანების სროლას არც ტანმაღალი მოთამაშეები ერიდებოდნენ. საბოლოო ჯამში თანაბარი პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების 3-ქულიანი უპირატესობით, 14:11 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მოედანზე ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ. პირველი ზუსტი ტყორცნა დუდა სანაძემ განახორციელა და საქართველოს ნაკრებს სამი ქულა მოუტანა. თანაგუნდელს არც ცინცაძე ჩამორჩა. საქართველოს ნაკრებმა უპირატესობის მოპოვება დაიწყო, რასაც ბრიტანელთა მწვრთნელმა წუთშესვენებით უპასუხა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და კოკოშკოვის გუნდი წინ 10 ქულით გაიჭრა, დიდი შესვენებისთვის კი სხვაობა 13 ქულას შეადგენდა – 34:21.
პირველი მეოთხედის მსგავსად ბრიტანელებმა მესამეშიც პერიმეტრიდან შეუტიეს. თუმცა, ამჯერად სტუმრების ეს გაცილებით უკეთესად გამოუვიდათ. ცენტრმა დენიელ კლარკმა ზედიზედ ორი სამიანის ჩაგდებმა მოახერხა, რასაც კიდევ ერთი ზუსტი შორეული ტყორცნა ჯონსონმა დაუმატა და სხვაობაც 6 ქულამდე შეამცირა. ბრიტანელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ბოლო პერიოდის წინ 13-ქულიანი სხვაობა საბოლოო ჯამში 1 ქულამდე დაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედში, რომელიც საქართველომ 12 ქულით წააგო, კოკოშკოვმა ახალგაზრდა მოთამაშეებს საკმაო დრო მისცა.
მეოთხე პერიოდში ბრიტანელებმა წინ მოახერხეს გასვლა. თავი ისევ კლარკმა გამოიჩინა და ზუსტი ორიანით თავისიანების დააწინაურა. სტუმარტა ლიდერობა ხანგრძლივი არ ყოფილა – ბრიტანელებმა ტექნიკური ჯარიმა მიიღეს. ზაზა ფაჩულიამ ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. კაპიტანს ერთი ქულით შენგელია დაეხმარა და ჩვენი გუნდი ოთხი ქულით დაწინაურდა.
ინგლისელებმა გაიბრძოლეს, კლარკმა ზუსტი სამიანს კიდევ ორი ქულა მიუმატა, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპიარტესობა ხელიდან აღარ გაუშვა და მერიის თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი რომ უკეთესის სურვილს ტოვებს, ეს შეუიარაღებელი თვილითაც ჩანს.
დიდ ბირტანეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ზაზა ფაჩულია იყო. ნაკრების კაპიტნის ნაგარიშზე 20 ქულაა. სტუმრებიდან საუკეთესო დენიელ კლარკი გახდა, რომელმაც ფაჩულიას მსგავსად, ასევე 20 ქულას მოუყარა თავი.
დღის პირველ შეხვედრაში ბელორუსის ნაკრებმა მოლდოვა 60:38 სძლია. მერიის თასისი გამარჯვებულს საქართველოს და ბელორუსის ნაკრებები ხვალ, 18:00 საათზე გაარკვევენ.
საქართველო 73-60 დიდი ბრიტანეთი
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები