საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა!
30 ნოემბერს, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად ესტონეთს დაუპირისპირდა და მეტოქე
პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 22:19 დასრულდა. მეორე მეოთხედში ზუროსის გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით (32:41) გავიდა. მესამე მეოთხედი მასპინძლებმა ერთი ქულით მოიგეს, თუმცა საქართველოს ნაკრები ბოლო მეოთხედს 8-ქულიანი უპირატესობით შეხვდა – 49:57. მეოთხე მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ესტონელებმა 24 ქულა ჩააგდეს, ქართველებმა – 23. საბოლოოდ, მატჩი საქართველოს გამარჯვებით, 73:80 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 23 ქულა და 11 მოხსნაა. ასევე, ორმაგი დუბლი შეასრულა გოგა ბითაძემ, მისი მონაგარი კი ასეთია – 19 ქულა, 11 მოხსნა.