საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა!
3 დეკემბერს, მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელს დაუპირისპირდა და მეტოქე 71:69 დაამარცხა.
პირველი მეოთხედი ისრაელის გამარჯვებით 9:11 დასრულდა. მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები უკეთ ათამაშდა და 25:19 გაიმარჯვა, შესვენებაზე კი ოთხქულიანი უპირატესობით გავიდა – 34:30. მესამე მეოთხედში სტუმრებმა მოუმატეს და სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს – 50:49. მეოთხე მეოთხედში თამაში ძალიან დაიძაბა, ისრაელმა წინ გასვლა მოახერხა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნა. საბოლოოდ ძირითადი დრო 64:64 დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. ოვერტაიმის ბოლო წამებში გიორგი შერმადინმა ორქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა – 71:69.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 18 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. გამორჩეული იყო გიორგი ცინცაძე, მის ანგარიშზე 14 ქულაა.