საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ისრაელი დაამარცხა
13 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის პირველ მატჩში სტუმრად ისრაელს დაუპირისპირდა.
პირველი მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 23:20 დაამარცხა. მეორე მეოთხედში ზუროსის გუნდი კიდევ უფრო კარგად გამოიყურებოდა. საქართველოს ნაკრების შესვენებაზე 12 ქულიანი უპირატესობით გავიდა – 37:49.
მესამე მეოთხედი მასპინძლებმა ბრწყინვალედ დაიწყეს, სტუმრებს კი არაფერი გამოსდიოდათ. საბოლოოდ, მეოთხედი ისრაელის გამარჯვებით 31:16 დასრულდა. მასპინძლები ბოლო მეოთხედს სამქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. ბოლო მეოთხედში ზუროსის გუნდმა უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს 20 ქულა ჩაუგდო, ხოლო საკუთარ ფარში 12 მიიღო. საბოლოოდ, შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 85:80 დასრულდა.
ქართველი კალათბურთელები მომდევნო მატჩს 16 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავენ.