საქართველოს ქალაქ თბილისის მერიის თასი ჰოლანდიასთან გამარჯვებით დაიწყო
12 აგვისტოს, ქალაქ თბილისის მერიის თასი დაიწყო. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში ჰოლანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე 77:66 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი ჰოლანდიელთა გამარჯვებით 18:19 დასრულდა. მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა 23 ქულა ჩააგდო, ჰოლანდიამ კი 5 ქულით ნაკლები – ზუროსის გუნდი შესვენებაზე ოთქულიანი უპირატესობით (41:37) გავიდა. მესამე მეოთხედში მინიმალური უპირატესობა კვლავაც ქართველების მხარეს იყოს – 16:15. მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა თავისი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 77:66.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე გახდა, რომელმაც 16 ქულა, 3 მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო გუნდის ახალი წევრი, მაიკლ დიქსონი – მის ანგარიშზე 13 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა.