საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში ისრაელთან მატჩამდე
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ისრაელს შეხვდება. ევრობასკეტის თანამასპინძელთან შეხვედრა ორივე გუნდისთის უაღრესად პრინციპულია. წაგება ფაქტობრივად ორივე გუნდს მოუჭრის მომდევნო ეტაპის გზას. საქართველოს ნაკრებმა თელ ავივ არენაზე მატჩის წინა დღეს, საკმაოდ გვიან, 21:30 საათზე ივარჯიშა. ეს იმიტომ, რომ მატჩი 5 სექტემბერს, სწორედ ამ დროსაა დანიშნული.
ილიას ზუროსმა გუნდის წევრები მრავალფეროვნად დატვირთა. ძირითადი აქცენტი კომბინაციებსა და სათამაშო კომპონენტებს დაეთმო. ნაკლები დტვირთვით ივარჯიშა გიორგი ცინცაძემ, რომელსაც ლიტვასთან ნატკენი ფეხი აწუხებდა და ექიმებმა დასვენება ურჩიეს. სახიფათო არაფერია, ცინცაძემ მოგვიანებით, მატჩის დღეს, დილას ივარჯიშა.
საქართველოსა და ისრაელის შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაციას საზზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. ჩვენ კი გთავაზზობთ ვარჯიშის ამსახველ ვიდეო-რგოლს და ჩვენი მოთამაშეების გაკეთებულ კომენტარებს.
GBF.GE