საქართველოსთან ბეწვის ხიდზე გავლილი საფრანგეთი ევროპის ჩემპიონი გახდა
დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა შორის, რომელსაც უნგრეთის ქალაქმა დებრეცენმა უმასპინძლა. ფინალურ მატჩში ბელგიას 19:15 სძლია და ოქროს მედლებს დაეპატრონა საფრანგეთი, რომელიც საქართველოს ნაკრების ჯგუფში იყო და ქართველებთან მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა.
საქართველოს ნაკრებმა 9 სექტემბერს ჯგუფის პირველი მატჩი გამართა საფრანგეთთან, რომელსაც მთელი თამაშის მანძილზე უგებდა, ერთხანს 3 ქულითაც, თუმცა ბოლო წუთზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა. ფრანგები ბოლოსწინა წუთზე ქართველებთან 13:14 აგებდნენ, თუმცა ბოლო 2 ბურთი ჩააგდეს და 14:13 გაიმარჯვეს.
ამ მატჩის შემდეგ ფრანგებმა წაუგებლად გაიარეს პლეი ოფი – მეოთხედფინალში გერმანიას 16:13 მოუგეს, ნახევარფინალში თურქეთი 17:12 დაამარცხეს, ხოლო ფინალში ბელგია 4 ქულით სძლიეს. საქართველომ კი ფრანგების შემდეგ რუმინეთთან 14:16 წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა.
ტურნირის რეზიუმე ასე შეიძლება დაიწეროს: მცირე გამართლება რომ ჰქონოდა, ტურნირზე ისეთი თანაბარი დონე იყო, რომ საქართველოს, როგორც ეს საფრანგეთმა მოახერხა, მაღალი შედეგის მიღწევა შეეძლო.
აღსანიშნავია, რომ დებრეცენში დასრულებულ ევროპირველობაზე საფრანგეთის გოგონათა ნაკრებმაც მოახრხა ჩემპიონობის მოპოვება.