“სარაგოსამ” მადრიდში იმარჯვა – სანიკიძე საუკეთსოა
ესპანურ “სარაგოსაში” თანამემამულის გარეშე დარჩენილი ვიქტორ სანიკიძე წარმატებით ასპარეზობს. გიორგი შერმადინის ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გაშვების შემდეგ სარაგოსელებმა პირველი მატჩი გამართეს და მათთან დარჩენილი მეორე ქართველის დიდი თანამონაწილეობით გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს.
“სარაგოსა” ესპანეთის დედაქალაქში “ფუენლაბრადას” დაუპირისპირდა და 9 ქულის სხვაობით – 81:72 დაამარცხა. სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი სანიკიძემ დააფისირა. მან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) გაიფორმა.
ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სარაგოსელთა შორის მოედანზე ყველაზე მეტ ხანს დაჰყო. 31,31 წუთში სანიკიძემ 4-დან 3ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულიასთან ერთად ვიქტორმა 7 მოხსნა და 3 პასიც მოიაგროვა დადამსახურებულად გახდა საუკეთესო.
“სარაგოსაში” სანიკიძის მსგავსად, 13 ქულა კიდევ 2-მა კალათბურთელმა – მაიკლ როლმა და იონ სტეფანსომა მოაგროვეს, ხოლო 14 ქულით ბომბრდირი შერმადინის შემცვლელი ჰენკ ნორელი გახდა. მადრიდელთაგან 17 ქულით საუკეთესო ჯეიმს ფელდეინი იყო, ხოლო ენდი პანკომ 13 ქულა მიითვალა.
13 მოგებითა და 8 მარცხით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება მის წინ მყოფ “უნიკახას” და “გრან კანარიას”. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი სწორედ გრანკანარიეოებთან გამართავს.
GBF.GE