საუკეთესო: რომელ პიკად აირჩევენ გოგა ბითაძეს NBA-ს მომავალ დრაფტზე?
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მეგა ბიმაქსის” ცენტრი, გოგა ბითაძე საუკეთესო ფორმაშია და ბოლო 2 მატჩში ესტონეთთან და ისრაელთან გამარჯვებაში მისი წვლილი უდიდესი გახლდათ. დღეს გოგამ 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა. ის 2-ვე გუნდში ეფექტიანობის კუთხით საუკეთესო გახლდათ – 25.
გოგა “მეგა ბიმაქსშიც” უდავო ლიდერია და ბოლო შეხვედრაში ადრიატიკის ლიგაში 28 წუთში 28 ქულა ჰქონდა და NBA-ს დრაფტისთვის დიდი ნაბიჯები გადადგა.
NBAdraft-ის მიხედვით, გოგა ბითაძე 38-ე პოზიციაზე იმყოფება და მე-2 რაუნდის ეს პიკი “დენვერ ნაგეტსს” ეკუთვნის, რომელშიც გამორჩეული ევროპელი ცენტრი, ნიკოლა იოკიჩი თამაშობს. ეს ადგილი ბითაძისთვის დღემდე საუკეთესოა, რადგან ჩვენებური მუდმივად 40-ეულში ან 50-ეულში იყო.
ბითაძის განცხადებით, ის აუცილებლად გავა შემდეგ Draft-ზე, სადაც აუცილებლად მეტი შანსი ექნება არჩევის.
“სხვადასხვა გუნდი მაკვირდება და მხოლოდ იქ მსურს თამაში, სადაც მეტი შესაძლებლობა მექნება” – განაცხადა გოგამ მედიასთან.
“ბითაძე მსოფლიო დონის ტალანტია” – ზუროსი