„სელტიკსი“ კვლავ დამარცხდა, „სპურსმა“ ჰიუსტონში წააგო
ღამით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპინატის ოთხი მატჩი გაიმართა.
კლივლენდში „კავალიერსმა“ „ნიუ-ორლეალ ჰორნეტსი“ მიიღო და 11 ქულით დამარცხდა. საუკეთესო მასპინძელთა რიგებში 23 ქულითა და 5 გადაცემით ირვინგი იყო, ხოლო სტუმების შემადგენლობაში საუკეთესო შედეგით დევისი გამოირჩა, რომლის მონაგარმაც 30 ქულა, 7 მოხსნა და 8 ბლოკშოთი შეადგინა.
„კლივლენდ კავალიერსი“ – „ნიუ-ორლეანს ჰორნეტსი“ 89:100 (29:26, 15:30, 21:27, 24:17)
„კავალიერსი“: იირვინგი (23 + 5 პ.), უეიტერსი (21), ბენეტი (15 ქ. 8 მ.), ზელერი (13 ქ. 10 პ.).
„ჰორნეტსი“: დევისი (30 ქ. 7 მ. 8 ბ), გორდონი (20 ქ. 9 პ. 7 მ.), რობერტსი(12 ქ. 6 პ.), ამინუ (12 ქ.), სტიმსმა (9 + 11 მ.).
16 ქულით გაიმარჯვა „დეტროიტ პირსონტსმა“, რომლის მეტოქეც „ორლანდო მეჯიკი“ იყო.
„დეტროიტ პისტონსი“ – „ორლანდო მეჯიკი“ 103:87 (20:22, 33:21, 25:17, 25:27)
„პისტონსი“: ჯენინგსი (20 ქ. 8 პ. 3 ჩ.), სმიტი (16 ქ.), დრამონდი (13 ქ. 17 მ.), სტაკი (13 ქ.), სინგლერი (12 ქ.), მონრო (8 ქ. 11 მ.).
„მეჯიკი“: ოლადიპო (19 ქ. 6 დ.), ჰარისი (14 ქ. 9 მ.), აფლალო (14 ქ.), ნელსონი (11 ქ. 7 პ.), მური (10 ქ.), ოკუინი (4 ქ. 11 მ. 4 ჩ.)
გრძელდება „ბოსტონ სელტიკსის“ უიღბლო სერია, რომელიც ამჯერად ნიუ-იორკში დამარცხდა, სადაც „ნიქსმა“ 26-ქულიანი გამარჯვება იზეიმა. მასპინძელთა რიგებიდან კვლავ კარმელო ენტონი გამოირჩა – „მელომ“ თავის ანგარიშზე 24 ქულა ჩაიწერა. რაც შეეხება „სელტიკსს“, მისი რიგებიდან საუკეთესო 14 ქულით გრინი აღმოჩნდა.
„ნიუ-იორკ ნიქსი“ – „ბოსტონ სელტიკსი“ 114:88 (31:15, 32:22, 23:22, 28:29)
„ნიქსი“: ენტონი (24 ქ. 9 მ. 4 ჩ.), სმიტი (17 ქ. 5 პ.), ტაილერი (17 ქ. 5 მ.), ჰარდუეი (16 ქ.), ჩენდლერი (12 ქ. 13 მ.)
„სელტიკსი“: გრინი (14 ქ. 7 მ. 3 პ.), ჯონსონი (12 ქ.), ჰამფრისი (12 ქ. 5 მ.), ბეილისი (10 ქ.)
სახლში გაიმარჯვა „ჰიუსტონ როკეტსმაც“, რომელმაც დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს „სან-ანტონიო სპურსს“ 7 ქულით აჯობა.
„ჰიუსტონ როკეტსი“ – „სან-ანტონიო სპურსი“ 97:90 (20:28, 19:18, 33:18, 25:26)
„როკეტსი“: ჰოვარდი (23 ქ. 16 მ. 6 დ.), ჯონსი (21 ქ. 9 მ.), ლინი (18 ქ. 8 პ.), ბევერლი (11 ქ. 5 მ.)
„სპურსი“: დიაო (22 ქ. 11 მ.), პარკერი (17 ქ.), დანკანი (12 ქ. 14 მ. 4 ბ.), ბელინელი (11 ქ.)