სერბეთის საკალათბურთო ნაკრებს ჯორჯევიჩი ჩაიბარებს
ევროპული პრესის ცნობით, სერბეთის კალათბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთვნელი აირჩია.
დიდი ალბათობით, სერბეთის ნაკრებს უახლოეს მომავალში საშა ჯორჯევიჩი უთავკაცებს, რომელიც წარსულში ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო.
46 წლის სპეციალისტი ბოლოს იტალიურ „ბენეტონს“ თავკაცობდა. ეს 2011/12 წლების სეზონში მოხდა. გარდა ამისა, 2006/07 წლების სეზონში სერბი კიდიევ ერთ იტალიური კლუბის, კერძოდ კი „არმანი ჯინსის“ მთავარი მწვრთვნელი იყო. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში საშა დენვერში იმყოფებოდა, სადაც სამწვრთვნელო გამოცდილება მიიღო.
მოთამაშის სტატუსით ჯორჯევიჩს ევროპის ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული. გარდა ამისა, იგი მსოფლიოს ჩემპიონი და ევროლიგის გამარჯვებულიცაა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევრობაკეტის შემდეგ დუშან ივკოვიჩმა სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთვნელის პოსტი დატოვა და აღნიშნა, რომ ამით მას შანსის მიცემა ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის სურს.