შაკილ ო’ნილი: „შავკანიანები ყავას არ სვამენ“
„ლოს-ანჯელეს ლეიეკრსის“ ლეგემნდარულმა ცენტრმა შაკილ ო’ნილმა თავისი ერთ-ერთი აგდაწყვეტილება გაიხსენა, რომელსაც დღემდე ნანობს. „იაჰუსთან“ ინტერვიუში ო’ნილმა კომპანაი „სთარბაქსის“ გენერალურ დირექტორთან ჰოვარდ შულცთან საუბარი გაიხსენა.
„ჰოვარდმა მითხრა: „შაკ, ჩემთან ერთად „Starbucks“-ის ახალი ფილიალების გახსნას გთავაზობ, რომელიც იმ რაიონებში იმუშავებს, სადაც აფროამერიკელი მოსახლეობა ცხოვრობს“. ზოგადად, როდესაც რამის არ მჯერა, არაფრის გაკეთებაც ვცდილობ და ჩემს გადაწყვეტილებაზე ფულიც კი ვერ იმოქმედებს. ჩვენთან სახლში ყავა არასდროს იყო, ოჯახში მხოლოდ ჩაის თ იპოვიდით. ყავას არავინ სვამდა. ამიტომ ლეგენდარულ ჰვოარდ შულცს ასე ვუპასუხე: „სერ, შავკანიანები ყავას არ სვამენ. არამგონია, ამას შედეგი ჰქონდეს“. ამ მომენტში უბრალოდ მისი სახე უნდა გენახათ“, – ციტირებს ო’ნილს „Slam Online“.