შარაბიძის 33 ქულა “კიორმენდის” 3 ამხანაგურ მატჩში
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი შარაბიძემ თავის ახალ გუნდ “კიორმენდში” მესამე მატჩი გამართა. კიორმენდელებმა წინასასეზონო მოსამზადებელი მატჩი სლოვენიაში, როგაშკა სლატინაში გამართეს და ადგილობრივ გუნდთან 73:82 წააგეს
ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 16:10 წუთი დაჰყო. შარაბიძემ 5 ცდიდან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო და მატჩი მოკრძალებული შედეგით – 2 ქულით, 1 მოხსნით და 2 პასით დაასრულა. გიორგიმ 4 პერსონალური მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
შარაბიძემ გაცილებითშედეგიანად ითამაშა და თავი გამოიჩინა რამდენიმე დღით ადრე გამართულ მატჩებში. კიორმენდელებმა უნგრულსავე “შოპრონს” 82:77 რომ სძლია, ქართველი ცენტრი თავისიანებს 15 ქულით შეეწია. საუკეთესო შედეგი კი შარაბიძემ “კაპოშვართან” 65:88 წაგებულ მატჩში დააფიქსირა, რომელშიც 24 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა და 5 ჩაჭრა დააგროვა.
უნგრეთის ჩემპიონატი 11 ოქტომბერს იწყება და „კიორმენდი“ სტუმრად „დიუნა ასფალტს“ ეთამაშება.
gbf.ge